კომპანია "აღმშენებლობა" აცხადებს ვაკანსიას მოლარე ოპერატორის პოზიციაზე.
შპს "აღმშენებლობა" შავი მეტალის ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორია დასავლეთ საქართველოში უკვე 25 წელია. Ჩვენ პროდუქცია შემოგვაქვს მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან და გვიმუშავია როგორც მცირე, ისე მსხვილ პროექტებზე.
მუშაობის გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 9:00 - 18:00 (შესვენება 13:00-14:00)
მისამართი: ბათუმი, ლეონიძის 25
ანაზღაურება: 900 ლარი
გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
ჩვენ გთავაზობთ:
* სტაბილურ და მეგობრულ გარემოს;
* ჯანმრთელობის დაზღვევას;
* ადგილზე კვებას.
ფუნქცია-მოვალეობები:
* შეკვეთების მიღება;
* სალარო ოპერაციების წარმოება;
* ფულის მოძრაობის კონტროლი და პროგრამულად ასახვა;
* ყოველდღიურად წარმოებული ნავაჭრის ჩაბარება ნაღდი ფულის სახით;
* კლიენტებთან ურთიერთობა;
* ზედნადების გაწერა.
* ხელმძღვანელის მიერ დავალებული სამუშაოს შესრულება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
* პასუხისმგებლიანი;
* პუნქტუალური; კომუნიკაბელური; გუნდურად მუშაობის უნარი.
განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
* უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის/ფინანსების განხრით);
* მოლარე/ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
* MS Office პროგრამების ცოდნა;
* Fina-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე [email protected] და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. |