კომპანია "ეკოკემიკა სერვის ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას პრისეილის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

* გაყიდვების ყოველწლიური / კვარტლური გეგმების შემუშავება და მათ შესრულებაზე ზრუნვა;
* ყოველდღიური, ყოველკვირეული სამუშაოს დაგეგმარება - რეპორტინგი;
* გაყიდვების ახალი არხების შემუშავება, როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური და კორპორატიული მიმართულებებით;
* შეთავაზებების სპეციალური ფორმის შემუშავება და კლიენტებისთვის შესაბამისი პრეზენტაციების მომზადება;
* სხვადასხვა ბიზნეს ჯგუფებთან ბიზნეს მოლაპარაკების წარმოება;
* მათი ინტერესების გაგება და შესაბამისი პროდუქტის შეთავაზება;
* სამოქმედო გეგმის შემუშავება პროდუქტის რეალიზებისთვის - როგორც საცალო ისე B2B ბაზარზე;
* გაყიდვების გაზრდის ხელშეწყობა;
* იმეილ და სატელეფონო კომუნიკაცია პოტენციურ დამკვეთებთან.

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

* კომუნიკაბელური;
* მიზანდასახული;
* პუნქტუალური;
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
* მოლაპარაკების წარმოების უნარი;
* პარტნიორებთან ინდივიდუალური კონტაქტის და მათთვის ინდივიდუალური გადაწყვეტილების მოძებნის უნარი;
* გუნდური მუშაობის და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* განათლება: უმაღლესი;
* გაყიდვების სფეროში მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
* აკადემიური მუშაობის უნარი;
* ინგლისური და რუსული ენების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად;
* კომუნიკაბელურობა;
* ბაზრის ტრენდების ცოდნა.

დამატებითი ინფორმაცია:

* სამუშაო ადგილი: თბილისი. ფონიჭალის დასახლება და უ. ჩხეიძს #20;
* სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი. სამუშაო საათები: 09:00-18:00, შაბათი - 09:00-15:00;
* ანაზღაურება: საწყის ეტაპზე 1500 ლარი, შემდეგ - ფიქსირებული ხელფასი 550 ლარი + პრემია - გაყიდვებიდან 8 პროცენტი პირველ 6 თვე, ხოლო შემდეგ მუდმივი 5 პროცენტი (საშუალო ანაზღაურება კომპანიაში მსგავს პოზიციებზე აჭარბებს 2000 ლარს);
* აუცილებელია ფლობდეს საკუთარ ავტომობილს, მსხვილი შეკვეთების მიტანას განახორციელებს დისტრიბუცია.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გაეცნოთ ჩვენს ვებ და ფბ (www.esggeorgia.ge FB: ESG ekokemika) გვერდს და შემდეგ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] და ელფოსტის დასახელებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

პრისელერი
კანტი
31500₾ თბილისი
დედლაინი: 12 საათში

პრისელერი
ლიბო გრუპი
750₾-2000₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

პრისელერი
დემეს ჯორჯია
თბილისი
დედლაინი: 2 კვირაში

პრისელერი
ოლიმპი
2500₾-3500₾ თბილისი
დედლაინი: 12 საათში

პრისელერი
რონი
1700₾-2000₾ თბილისი
დედლაინი: 1 კვირაში

პრისელერი
თაბუკა
თბილისი
დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


ეკოკემიკა სერვის ჯგუფი

ანაზღაურება


1,500₾ -550₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო