კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

"მუსიკის სახლი" არის მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზია, რომელიც 19 წელია პოზიციონირებს ადგილობრივ ბაზარზე და ამ დროისათვის 2 ფილიალის სახით არის წარმოდგენილი თბილისსა და ბათუმში.

მაღაზია წლებია წარმატებულად თანამშრომლობს მსოფლიოში წამყვან მუსიკალური ინსტრუმენტების მწარმოებელ ისეთ ბრენდებთან, როგორებიცაა: Casio, Roland, GEWA, Orla, Fender, Alhambra, Ibanez, SHURE, Pioneer Dj, Presonus, Marshall, Meinl, Tama და სხვა.

ჩვენთან ასევე წარმოდგენილია, პროფესიონალური განათებისა და გახმოვანების აპარატურა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია, როგორც კაფე-ბარებისა და კლუბების, ასევე საკონცერტო და თეატრალური დარბაზების აღჭურვა.

მოხარული ვართ, გამოვაცხადოთ კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის ვაკანსია.

ძირითადი პირობები:

* ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, მიცკევიჩის 27 ბ
* სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 სთ
* ანაზღაურების სისტემა: 2500 ლარი ფიქსირებული ხელზე ასაღები და საბონუსე სისტემა (3000 +)
* ჯანმრთელობის დაზღვევა
* ფიტპასი
* კორპორატიული ნომერი ულიმიტო სასაუბრო ბალანსით

ძირითადი მოთხოვნები:

* მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - 2 წ +
* უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება შემდეგ სფეროებში - მუსიკალური აპარატურა, განათება-გახმოვანება, ელექტროტექნიკა, უსაფრთხოების სისტემები, IT ინტეგრირება და სხვა მსგავსი
* სასურველია HoReCa სფეროში მჭიდრო, საქმიანი ნეთვორქის ფლობა
* განათლება - უმაღლესი, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების, მარკეტინგის, ან სხვა შესაბამისი მიმართულებით.
* საოფისე კომპიუტერული პროგრამები კარგ სამომხმარებლო დონეზე

ძირითადი მოვალეობები:

* კორპორატიული გაყიდვების გეგმის შემუშავება და მენეჯმენტთან წარდგენა
* კორპორატიული კლიენტების ბაზების ფორმირება/ზრდა/განვითარება
* სხვადასხვა კატეგორიის კორპორატიულ პირებთან გრძელვადიანი ურთიერთობების განვითარება
* შეთავაზებების ფორმირება
* ლოიალობის პროგრამების განვითარების იდეების ინიცირება
* პოტენციურ მომხმარებლებთან შეხვედრების დაორგანიზება გაყიდვების მიზნით
* ტენდერების მუდმივი მონიტორინგის უზრუნველყოფა და შესაძლებლობების გამოვლენა;
* ტენდერებში მონაწილეობა კანონმდებლობის სრული დაცვით;
* გაყიდვების ანალიზისა და რეპორტინგის წარმოება

განაცხადების მიღება მიმდინარეობს 19 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.

შერჩევის ეტაპები:

1. რეზიუმეების გადარჩევა
2. ონლაინ გასაუბრება
3. პირისპირ გასაუბრება

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. მეილის სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის სახელი, რომ სწორად მოხდეს თვენი კანდიდატურის განხილვა.

ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
Asbc
თბილისი
დედლაინი: 2 კვირაში

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
Smart Choice
500₾ თბილისი
დედლაინი: 8 საათში

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
Intco
1000₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
ნამი 8
1200₾-1300₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


მუსიკის სახლი

დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო