"ფიზკულტურა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
"ფიზკულტურა" პროფესიონალებით დაკომპლექტებული კომპანიაა, რომელიც სწრაფად გახდა სანდო სახელი კვების და ნუტრიციის ინდუსტრიაში.ფიზკულტურა მესამე წელია აქტიურად ფუნქციონირებს ქ. თბილისში, სექტემბრიდან იხსნება ბათუმის ფილიალიც.
მოვალეობები:
* პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა
* არსებულ კლიენტებთან მომსახურების უზრუნველყოფა
* კომპანიის პროდუქტის / მომსახურების კლიენტებისთვის შეთავაზება
* სოციალურ ქსელებში (Facebook, Instagram, Tik Tok) კომენტარებისა და შეტყობინებების მონიტორინგი და მათზე დროული რეაგირება;
* ბლოგერებთან თანამშრომლობის შემდეგ მომხმარებლისთვის პასუხის გაცემა (კითხვებზე პასუხი რეკლამის შემდეგ), ინფორმაციის მიწოდება პროდუქციაზე, საქმის მიყვანა შენაძენამდე.
* მუშაობა კომპანიის ბაზასთან და ექსელთან.
* ყოველი დღის ბოლოს ბაზების განახლება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* უმაღლესი განათლება
* მსგავს ან იგივე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება
* კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
* ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
პიროვნული თვისებები და უნარები:
* გამართულად წერის უნარი
* დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
* ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
* გადაწყვეტილებების სწრაფად და მართებულად მიღების უნარი
* დეტალებზე კონცენტრირების უნარი
სამუშაო პირობები:
* ანაზღაურება: 1500-2000 ლარი (კვალიფიკაციის შესაბამისად) + პროცენტი გაყიდვებიდან.
* სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკის რაიონი
* გრაფიკი: სრული, 5 სამუშაო დღე, 10:00-18:00.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/განაცხადის ფორმა უნდა გამოგზავნონ მისამართზე: [email protected] და [email protected]
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
ფიზკულტურა მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! |