"მაქს კომფორტი" აცხადებს შერჩევას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
* მომხმარებლისთვის სრულყოფილი მომსახურების გაწევა კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
* შოურუმში არსებული ასორტიმენტის ზედმიწევნით შესწავლა;
* მომხმარებლის საჭიროების დადგენა და შესაბამისი მომსახურების გაწევა;
* პროდუქციის შეთავაზება, ინვოისის მომზადება და მოლარე-ოპერატორთან გადამისამართება;
* ინვოისის საფუძველზე გამოწერილი პროდუქციის შეგროვება;
* მომხმარებლისთვის ალტერნატიული შეთავაზების გაკეთება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* უმაღლესი ტექნიკური განათლება;
* გამართული კომუნიკაციის წარმოების უნარი;
* კრიტიკულ სიტუაციებში ორიენტაციისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
* სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
გთავაზობთ:
* პროფესიულ განვითარებას;
* სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
* დამატებით ბენეფიტებს;
დამატებითი ინფორმაცია:
* ანაზღაურება: ფიქსირებული 900 ლარი გამოსაცდელ პერიოდში, ხოლო გამოსაცდელი პერიოდის გასვლის შემდეგ ფიქსირებული ანაზღაურების აუცილებელი ზრდა + ბონუსი. საშუალო ხელფასი 1500-1700 ლარი თვეში გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ.
* სამუშაო გრაფიკი - სრული
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას! |