სატელეფონო გაყიდვების მენეჯერი

"ბლუ უოთერსის" გუნდი ეძებს ახალ წევრს - სატელეფონო გაყიდვების მენეჯერს!

"Blue Waters" მუშაობს ჩამდინარე/საკანალიზაციო წყლების ლოკალური გამწმენდი დანადგარების მონტაჟის და მომსახურების სფეროში. ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი არის ცენტრალური კანალიზაციის ეკოლოგიურად გამართლებული ალტერნატივა. ბიო-გამწმენდში ჩასული დაბინძურებული წყალი დანადგარის დახმარებით სუფთავდება ქიმიური და ორგანული ნარჩენებისგან, რაც კომფორტსა და ეკოლოგიაზე ზრუნვისთვის თანაბრად მნიშვნელოვანია.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: http://bluewaters.ge

იქიდან გამომდინარე, რომ მოთხოვნა ჩვენს პროდუქტებზე მუდმივად მზარდია, "ბლუ უოთერსის" გუნდს ესაჭიროება ახალი წევრი, რომელიც მაღალი ხარისხის მომსახურებას გაუწევს მომხმარებლებს.

რას გთავაზობთ:

* ანაზღაურება - 3000 ლარი (ფიქსირებული 1000 ლარი ხელზე ასაღები; საშუალოდ გენერირებული ბონუსი 2000 ლარი)
* კარიერული ზრდის შესაძლებლობა
* შიდა სასწავლო სისტემა
* სატელეფონო ლიმიტი
* ჯანმრთელობის დაზღვევა

სამუშაოს აღწერა:

* შემომავალი მოთხოვნების დამუშავება (სოციალური მედიის, სატელეფონო ზარების და სხვა არხების მეშვეობით მიღებული "ლიდები")
* მუშაობა სცენარის მიხედვით და მომხმარებელთა კვალიფიცირება
* ჩვენს ტექნიკურ სპეციალისტსა და მომხმარებელს შორის შეხვედრის დაგეგმვა
* CRM სისტემაში ანგარიშების შევსება
* მონაწილეობის მიღება დაგეგმვასა და კომპანიის პროცესების გაუმჯობესებაში
* გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა
* რეპორტინგი, ყოველკვირეული ანგარიშის მომზადება მიმდინარე საქმიანობაზე და გაყიდვების შედეგებზე უშუალო ხელმძღვანელთან

მოთხოვნები:

* საჭირო სამუშაო გამოცდილება: 1-2 წელი გაყიდვების მიმართულებით
* პრეზენტაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი

სამუშაო განრიგი:

* 5 სამუშაო დღე, 10:00-დან 19:00 საათამდე
* ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღე

გასაუბრებაზე მოსახვედრად აუცილებელია მარტივი განაცხადის/აპლიკაციის შევსება. არ გადადო, გადადი ბმულზე ახლავე: https://hr.bluewaters.ge/TelephoneSales/

აპლიკაციის შევსებით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. შესაძლებელია, დამსაქმებელმა თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
TopTrans
თბილისი
დედლაინი: 1 კვირაში

გაყიდვების მენეჯერი
Inflow
500₾ თბილისი
დედლაინი: 1 კვირაში

ქოლცენტრის გაყიდვების მენეჯერი
კომპანია
1000₾ თბილისი
დედლაინი: 4 დღეში

გაყიდვების მენეჯერი
ელიტ ტრანზიტი
1000₾-2000₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

გაყიდვების მენეჯერი
ტრეიდ ფაქტორი
1000₾ თბილისი
დედლაინი: 10 საათში

კომპანია


Blue Waters

ანაზღაურება


3,000₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო