"ბაზარი ორბელიანზე" წარმოადგენს ერთადერთ კვების მოლს, როგორც საქართველოში ასევე რეგიონში. ისტორიული ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე სივრცე 70-ზე მეტ საუკეთესო კვების ობიექტს აერთიანებს და სტუმრებს უგემრიელესი საკვების მრავალფეროვნებას სთავაზობს.
გასტრონომიული სივრცე "ბაზარი ორბელიანზე" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე მიმტანის პოზიციაზე!
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვეკუას 3ა.
გრაფიკი: კვირაში 40 სთ (კვირაში - 5 სამუშაო დღე, დღეში - 8 სთ).
ანაზღაურება: საათში - 5, 00 ლარი (თვეში 850 ლარიდან).
ძირითადი მოვალეობები:
* სამუშაო ადგილზე ჰიგიენური ნორმების დაცვა;
* მომხმარებელთა სწრაფი და თავაზიანი მომსახურება;
* სამუშაო სივრცეში სისუფთავის უზრუნველყოფა - მაგიდის ზედაპირების გადაწმენდა;
* მაგიდებიდან ბინძური ჭურჭლის ალაგება, მოგროვება და ჭურჭლის სამრეცხაოში მიტანა.
არ ვითხოვთ სამუშაო გამოცდილებას, ჩვენი გამოცდილი თანამშრომლები გაგიწევენ მენტორობას სამუშაო სივრცეში.
ასევე გთავაზობთ:
* მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
* მეგობრულ, კომფორტულ და საინტერესო გარემოს;
* ფასდაკლებებს "ბაზარ ორბელიანის" კვების ობიექტებზე;
* ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
* დეტალებზე ორიენტირებულობა.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 591504452
დაინტერესებულმა პირებმა გაგვიზიარეთ რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში (Subject) მუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მომავალ შესაძლო შეხვედრამდე. |