გახდი ჩვენი ოჯახის ახალი წევრი.
კვების პროდუქტების მწარმოებელი კომპანია "ექსტრამითი" თანამედროვე დონეზე აღჭურვილი ხორცპროდუქტებისა და ნახევარფაბრიკატების საწარმოა. 2020 წელს კომპანია "ექსტრამითს" დაემატა კიდევ ერთი ახალი მიმართულება - სწრაფი კვების ქსელი "ექსტრამითის პავილიონი".
"ექსტრამითის პავილიონი", აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მოლარე-სერვისის კონსულტანტი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
* მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
* მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
* ენერგიულად, სწრაფად და სრულყოფილად მომსახურება;
* უზრუნველყოს სწრაფი კვების პროდუქტების სწრაფად და ხარისხიანად მომზადება შესაბამისი სტანდარტების მიხედვით;
* უზრუნველყოს HACCP-ით განსაზღვრული სტანდარტების დაცვა პავილიონში.
მოთხოვნები:
* სასურველია სწრაფი კვების ობიექტში მუშაობის გამოცდილება;
* ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად.
ჩვენთან გთავაზობთ:
* ოჯახურ სამუშაო გარემოს;
* ბევრი ახალი და საინტერესო ადამიანის გაცნობის შესაძლებლობას;
* სწავლა, განვითარებას, კარიერულ წინსვლას;
* ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას;
* თანამშრომლებისთვის მნიშვნელოვან ფასდაკლებას კვებაზე;
* სამუშაოს დასრულების შემდეგ ტრანსპორტირებას.
სამუშაო პირობები:
* სამუშაო ადგილი: ქუთაისი
* სამუშაო გრაფიკი: ცვლებში - დღის სმენა - 10:00-17:30; ღამის სმენა 17:30-01:00
* ანაზღაურება: დღეში 35 ლარი + ბონუსი (გამომუშავების მიხედვით)
* სრული განაკვეთის შემთხვევაში, 10:00-01:00 საათამდე 56 ლარი + ბონუსი
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვწერეთ ან გამოაგზავნოთ CV ელფოსტაზე [email protected]. |