მოლარე-კონსულტანტი

საფირმო მაღაზიათა ქსელი "BergHOFF" ეძებს საკუთარი გუნდისთვის აქტიურ, კომუნიკაბელურ და მიზანდასახულ გოგონებს 20-35 წლამდე მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ქავთარაძის #1, სავაჭრო ცენტრი სითი მოლი.

შენ გელოდება საინტერესო სამსახური და დიდი შესაძლებლობები!

შენ იდეალურად გვერგები, თუ:

* ცხოვრობ აქტიური ცხოვრების წესით;
* ფლობ კარგ კომუნიკაბელურ უნარ-ჩვევებს, გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა;
* გულწრფელად უდგები ყველა მყიდველს და მათ მოთხოვნებს;
* ფლობ უცხო ენებს ინგლისურს/რუსულს და სხვა;
* მზად ხარ მიიღო ახალი ცოდნა, გაიზარდო და განვითარდე ჩვენს ქსელთან ერთად;
* ყოველთვის ხარ კარგ ხასიათზე და პოზიტიურად ხარ განწყობილი ყველასთან მიმართებაში!

არ არის აუცილებელი, მაგრამ უპირატესობას მოგანიჭებს, თუ:

* გაგაჩნია გამოცდილება გაყიდვებში;
* გიზიდავს კულინარია;

ჩვენთან შენ შეძლებ:

* მიიღო კონკურენტუნარიანი ხელფასი და პრემიები ზუსტად განსაზღვრულ დროსა და რიცხვში;
* იმუშაო კომფორტული გრაფიკით;
* იმუშაო ქალაქის ხარისხიან და პრესტიჟულ სავაჭრო ცენტრებში, ლამაზ და თანამედროვე მაღაზიებში და რაც მთავარია ხარისხიან პროდუქციასთან;
* მიიღო შესაძლებლობა გაიზარდო კარიერულად და მართო მაღაზია!
* ანაზღაურება მოჭრილი + ნავაჭრის პროცენტი ჯამში საშუალოდ 1200-1500₾;
* ასევე გვაქვს მოქნილი საბონუსე სისტემა, რაც საგრძნობლად ზრდის შემოსავალს.

რას აკეთებენ თანამშრომლები:

* სიხარულით და გულწრფელად ხვდებიან ყველა სტუმარს რომელიც შემოდის მაღაზიაში;
* აქტიურად მუშაობენ სავაჭრო დარბაზში, უწევენ კონსულტაციას და ეხმარებიან პროდუქციის შერჩევაში;
* იცავენ სისუფთავეს მაღაზიაში;
* იღებენ პროდუქციას და ლამაზად აწყობენ მას თაროებზე;
* მუშაობენ სალაროსთან.

თუ ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი შენზე წერია, გამოაგზავნე შენი რეზიუმე და შეუერთდი ჩვენს გუნდს!

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და ფოტოსურათი ელფოსტაზე: [email protected].

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მოლარე-კონსულტანტი
ზოოჰაბი
900₾-1000₾ თბილისი
დედლაინი: 2 კვირაში

მოლარე-კონსულტანტი
მაღაზია სპარი
1050₾ თბილისი
დედლაინი: 8 საათში

მოლარე-კონსულტანტი
Chirifruit
860₾ თბილისი
დედლაინი: 8 საათში

მოლარე კონსულტანტი
JB Trade
900₾-20₾ თბილისი
დედლაინი: 8 საათში

მოლარე-კონსულტანტი
Toysale
700₾ თბილისი
დედლაინი: 8 საათში

მოლარე-კონსულტანტი
კურაკურა
თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


BergHOFF

დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო