Pull&Bear კონსულტანტი

"Cenomi Retail" მოდის რითეილის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი და მრავალფეროვანი პორტფელის მქონე კომპანიაა. ჯგუფი 90-მდე ცნობილ ბრენდს აერთიანებს და კავკასიაში, ცენტრალურ აზიაში, ჩრდილოეთ აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებსა და ამერიკაში 2000-ზე მეტ მაღაზიას ფლობს.

"Cenomi Retail" 30-მდე ცნობილი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის: Zara, Mango, Marks & Spencer, Massimo Dutti, Bershka, Stradivarius, Aldo, U.S. Polo, CHARLES & KEITH, Sunglass Hut, Oysho, Zara Home, Parfois, Ipekyol, Zippy, Kiko Milano და ა.შ. დღესდღეობით კომპანია თბილისის მასშტაბით ფლობს 60-მდე მაღაზიას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას: კონსულტანტი სრულ ან ნახევარ განაკვეთზე Pull&Bear ბრენდში

მისამართი: სითი მოლი საბურთალო - პეტრე ქავთარაძის ქუჩა #1

სამუშაო პირობები:

სრული განაკვეთი:

* სამუშაო საათები: კვირაში 40 საათი (2 დღე დასვენება)
* ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 800 ლარი + ყოველთვიური ბონუსი

ნახევარი განაკვეთი:

* სამუშაო საათები: კვირაში მინიმუმ 20 საათი
* ანაზღაურება: საათობრივი ფიქსირებული ანაზღაურება + ყოველთვიური ბონუსი

განსახორციელებელი საქმიანობა:

* მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად დასწავლა
* კომპანიის მომხმარებლებისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების უზრუნველყოფა
* პროდუქციის გაყიდვა და კომპანიაში დაგეგმილ აქციებში მონაწილეობის მიღება
* მაღაზიაში პროდუქციის განლაგება და მერჩენდაიზინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* სასურველია უმაღლესი ან პროფესიული განათლება
* სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება
* სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

პიროვნული თვისებები:

* კომუნიკაბელური და აქტიური
* პასუხისმგებლობის მაღალი დონე
* გუნდური მუშაობის უნარი
* პროფესიულ ზრდაზე და განვითარებაზე ორიენტირებული

ჩვენ გთავაზობთ:

* სასიამოვნო სამუშაო გარემოს
* კორპორაციულ დაზღვევას
* წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობას

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: [email protected].

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება თქვენთვის სასურველი სამუშაო განაკვეთისა და სამუშაო ლოკაციის მიხედვით: კონსულტანტი სრულ ან ნახევარ განაკვეთზე Pull&Bear ბრენდში

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ვიზუალური მერჩენდაიზერი - Zara
Cenomi Retail Georgia
თბილისი
დედლაინი: 3 დღეში

გაყიდვების კონსულტანტი
Cenomi Retail Georgia
800₾ თბილისი
დედლაინი: 4 საათში

მაღაზიის მენეჯერი Zara
Cenomi Retail
თბილისი
დედლაინი: 2 კვირაში

მაღაზიის მენეჯერი Massimo Dutti
Cenomi Retail
ბათუმი
დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


Cenomi Retail Georgia

ანაზღაურება


800₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო