მოლარე-ოპერატორი

შპს "სამი ძმა" 2010 წელს დაარსდა და დღემდე სადღესასწაულო აქსესუარების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორია საქართველოში. კომპანიის საქმიანობის სფერო აერთიანებს, სადღესასწაულო და საკონდიტრო აქსესუარებს-მასალებს, მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო არჩევანს ყველაზე დაბალ ფასად. ამ ეტაპზე კომპანია თბილისის მასშტაბით 5 ფილიალით არის წარმოდგენილი, სტაბილურად მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და ყოველწლიურად მზარდი დინამიკით გამოირჩევა.

ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ გუნდისთვის მეგობრული, სტაბილური, მამოტივირებელი სამუშაო გარემოს შექმნას.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://samidzma.ge.

ვაცხადებთ ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

რას გთავაზობთ?

ძირითადი პირობები:

* სამუშაო ადგილი: კედიას ქ.N10;
* სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, მუშაობის და დასვენების დღეები მოძრავი გრაფიკით;
* ანაზღაურება: საწყის ეტაპზე 1050 ლარი ფიქსირებული ხელზე ასაღები;
* ჯანმრთელობის დაზღვევა;
* ანაზღაურებადი სტაჟირება;
* კომპანიის პროდუქციაზე შიდა ფასდაკლება.

რა დაგევალებათ?

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

* სალარო პროგრამაში მუშაობა;
* ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;
* Rs.ge-ზე ზედნადების ატვირთვა;
* მომხმარებლებისათვის კონსულტაციის გაწევა;

რას ველით თქვენგან?

ძირითადი მოთხოვნები:

* სასურველია მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
* მომხმარებელთან გულისხმიერი კომუნიკაციის სურვილი და უნარი;

როგორ მოხვდეთ ჩვენთან?

შერჩევის ვადა და ეტაპები:

რეზიუმეების მიღება მიმდინარეობს 30 სექტემბრის ჩათვლით. გასაუბრებები ჩატარდება ეტაპობრივად, რეზიუმეების მიღების პარალელურად.

* რეზიუმეების გადარჩევა;
* გასაუბრება ოფისში;
* ანაზღაურებადი სტაჟირება.

დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected].

გთხოვთ, მეილის სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "მოლარე-ოპერატორის".

ჩვენი გუნდი გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მოლარე ოპერატორი
აგრო კომპანია ბარაქა
800₾ თბილისი
დედლაინი: 8 საათში

მოლარე-ოპერატორი
სან ინვესტი
1000₾ თბილისი
დედლაინი: 8 საათში

მოლარე-ოპერატორი
ორიონი
40₾ თბილისი
დედლაინი: 8 საათში

მოლარე-ოპერატორი
აღმშენებლობა
900₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

მოლარე-ოპერატორი
მაქსიმა
1000₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


სამი ძმა

ანაზღაურება


1,050₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო