უძრავი ქონების სააგენტო "MAISON CAPITAL" აცხადებს ვაკანსიას. ჩვენ ვეძებთ მეგობრულ და შრომისმოყვარე კანდიდატებს უძრავი ქონების აგენტის (გაყიდვების კონსულტანტის) პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე 10:00-სთ-დან 18:00-სთ-მდე.
ანაზღაურება მხოლოდ გამომუშავებით: 1000-5000 ლარამდე (შესაძლებელია მეტი, დამოკიდებულია კანდიდატის შრომისმოყვარეობაზე).
ძირითადი მოთხოვნები:
* სქესი: შეზღუდული არ არის;
* სასურველია სამუშაო გამოცდილება მომსახურების/გაყიდვების სფეროში;
* სასურველია უცხო ენის/ენების (ინგლისური და სხვ.) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
* მოლაპარაკების წარმართვა;
* მომსახურების გაწევა;
* შეხვედრების დაორგანიზება და წარმართვა;
* გამართული მეტყველება.
* რეპორტინგი;
* განცხადებების ატვირთვა;
* სატელეფონო ზარების და მეილების პასუხი.
პიროვნული უნარ-ჩვევები:
* გამართული მეტყველების უნარი;
* კომუნიკაბელურობა;
* პუნქტუალურობა;
* მოლაპარაკების წარმოების უნარი;
* შრომისმოყვარეობა;
* გუნდურად მუშაობის უნარი.
ჩვენი შემოთავაზება:
* მეგობრული გარემო;
* კარიერული წინსვლა;
* კორპორაციული ნომერი;
* ულიმიტო სასაუბრო დრო;
* ბალანსი, საიტებზე სამუშაოდ;
* საქმის ადგილზე საფუძვლიანად შესწავლა;
* თეორიული ტრენინგები: გაყიდვები, კლიენტთან ურთიერთობა, მომსახურება და სხვ.
* ლეპტოპი სამუშაოდ;
* საუკეთესო თანამშრომლები კი დასაჩუქრდებიან სხვადასხვა პრიზებით.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. წერილის სათაურში (subject) მიუთითეთ თქვენს მიერ არჩეული ვაკანსიის დასახელება: "აგენტის პოზიცია".
აუცილებელი მოთხოვნაა: კანდიდატს უნდა ჰქონდეს თავისუფალი გრაფიკი (პარალელურად არ უნდა მუშაობდეს) |