სამედიცინო წარმომადგენელი

შპს "დენტაშოპი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე ქ. თბილისში.

შპს "დენტაშოპი" ახორციელებს სტომატოლოგიური მასალების დისტრიბუციას და წარმატებით მუშაობს B2B, B2C სექტორში. კომპანია 10 წელია წარმატებით ხელს უწყობს განათლების დონის ამაღლებას და მუდმივად ატარებს სასწავლო კონფერენციებსა და ლექციებს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია დაცული იქნას კორპორაციული ეთიკა და ამიტომ კომპანია ყოველთვის ზრუნავს თანამშრომლების განათლებაზე.

ძირითადი მოვალეობები:

* ექიმებთან და კომპანია-პარტნიორებთან მოლაპარაკების წარმოება და მათთან გრძელვადიან ურთიერთობაზე ზრუნვა
* გაყიდვების გაზრდისთვის შესაბამისი აქტივობების ჩატარება
* პოტენციურ მომხმარებელთა მოძიება
* პროდუქტების და მომსახურების ოპტიმალური პაკეტის შექმნა და მისი კლიენტებისთვის სწორად მიწოდების დაგეგმვა
* მომხმარებლის მოთხოვნების და ბიზნეს გარემოს ანალიზი

აუცილებელი მოთხოვნები:

* უმაღლესი განათლება (არ არის აუცილებელი სამედიცინო დარგში)
* ასაკი: 22-40 წ
* გაყიდვების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება

სამუშაო პირობები:

* სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-დან 18:00-მდე
* სამუშაო ადგილი: თბილისი
* წლის განმავლობაში მოკლევადიანი საქმიანი და ტრენინგ მივლინებები.
* კანდიდატები გაივლიან ორ კვირიან სწავლების პერიოდს
* ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარიდან პლუს ბონუსი. ფიქსირებული ხელფასი დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "სამედიცინო წარმომადგენელი".

შემოუერთდი "დენტაშოპის" ყველაზე ენერგიული და კომპეტენტური თანამშრომლების გუნდს!

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

სამედიცინო წარმომადგენელი
Solvinner
თბილისი
დედლაინი: 2 კვირაში

სამედიცინო წარმომადგენელი
კომპანია
1000₾ თბილისი
დედლაინი: 6 საათში

სამედიცინო წარმომადგენელი
სანერის გრუპი
1000₾ თბილისი
დედლაინი: 2 დღეში

სამედიცინო წარმომადგენელი
დენკ ფარმა
თბილისი
დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


DentaShop

ანაზღაურება


1,500₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო