კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი

შპს "ბიესი" ლიდერი კომპანია საქართველოში უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალების მიწოდების სფეროში აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ა. ბელიაშვილის №134
სამუშაო გრაფიკი: 40 საათი, ორშაბათი-პარასკევი 09:00-17:00, შაბათი 09:00-15:00
ანაზღაურება: 1700 ლარი + ბონუსი.

ძირითადი მოვალეობები:

* პოტენციური კლიენტების მოძიება და კლიენტთა ბაზის წარმოება;
* პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
* კლიენტებისთვის კომპანიის სერვისების წარდგენა/გაცნობა, მოლაპარაკების წარმოება;
* კლიენტთა მოთხოვნების შესწავლა და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზების მომზადება;
* კლიენტებთან შემდგომი ურთიერთობა, პროექტის მსვლელობის და კლიენტის კმაყოფილების მონიტორინგი;
* გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.

ძირითადი მოთხოვნები:

* უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნესის ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
* 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე;
* სასურველია სამუშაო გამოცდილება სამშენებლო მასალების კორპორაციული გაყიდვების მიმართულებით;
* სასურველია ინგლისურისა და რუსული ენების ცოდნა სალაპარაკო დონეზე;
* საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა MS Word, Excel;
* B კატეგორიის მართვის მოწმობა.

პიროვნული მახასიათებლები:

* გუნდში მუშაობის უნარი;
* გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
* სწრაფი ადაპტაციის უნარი;
* პუნქტუალური.

ჩვენთან გელოდებათ:

* კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
* კომფორტული სამუშაო გარემო;
* ტრენინგები და პროდუქციის შესწავლა;
* ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected] და "Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი".

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მძღოლი-დისტრიბუტორი
Four Seas Trading
1500₾ თბილისი
დედლაინი: 1 კვირაში

გაყიდვების მენეჯერი
სიბელ
1300₾-1500₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კონსულტანტი
ბენეტ უნივერსალ
1200₾ თბილისი
დედლაინი: 8 საათში

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
Asbc
თბილისი
დედლაინი: 2 კვირაში

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
Smart Choice
500₾ თბილისი
დედლაინი: 8 საათში

კომპანია


ბიესი

ანაზღაურება


1,700₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო