შპს "ბიესი" ლიდერი კომპანია საქართველოში უმაღლესი ხარისხის სამშენებლო მასალების მიწოდების სფეროში აცხადებს ვაკანსიას კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ა. ბელიაშვილის №134
სამუშაო გრაფიკი: 40 საათი, ორშაბათი-პარასკევი 09:00-17:00, შაბათი 09:00-15:00
ანაზღაურება: 1700 ლარი + ბონუსი.
ძირითადი მოვალეობები:
* პოტენციური კლიენტების მოძიება და კლიენტთა ბაზის წარმოება;
* პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
* კლიენტებისთვის კომპანიის სერვისების წარდგენა/გაცნობა, მოლაპარაკების წარმოება;
* კლიენტთა მოთხოვნების შესწავლა და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული შეთავაზების მომზადება;
* კლიენტებთან შემდგომი ურთიერთობა, პროექტის მსვლელობის და კლიენტის კმაყოფილების მონიტორინგი;
* გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.
ძირითადი მოთხოვნები:
* უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნესის ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
* 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება კორპორაციული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე;
* სასურველია სამუშაო გამოცდილება სამშენებლო მასალების კორპორაციული გაყიდვების მიმართულებით;
* სასურველია ინგლისურისა და რუსული ენების ცოდნა სალაპარაკო დონეზე;
* საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა MS Word, Excel;
* B კატეგორიის მართვის მოწმობა.
პიროვნული მახასიათებლები:
* გუნდში მუშაობის უნარი;
* გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
* სწრაფი ადაპტაციის უნარი;
* პუნქტუალური.
ჩვენთან გელოდებათ:
* კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
* კომფორტული სამუშაო გარემო;
* ტრენინგები და პროდუქციის შესწავლა;
* ჯანმრთელობის დაზღვევა.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - [email protected] და "Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "კორპორაციული გაყიდვების მენეჯერი". |