კლიენტთა მომსახურების ჯგუფის მენეჯერი

ვაცხადებთ ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების ჯგუფის მენეჯერის პოზიციაზე სადილერო კომპანია "Auto home"-ისთვის, რომელიც 2019 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს ავტომობილის გამარტივებული პირობით შეძენას .

დეტალური ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულის სახით: https://www.facebook.com/AutoHomegeorgia

სამუშაო ადგილი: თბილისი, აკაკი. ბელიაშვილის ქ.
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 700 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

* კომპანიის მედია არხების ადმინისტრირება (Facebook, Instagram, TikTok, YouTube);
* ინბოქსში შემოსულ შეტყობინებებზე სწრაფი და დროული რეაგირება;
* სოციალური ქსელის გვერდზე პოსტების რეგულარული განთავსება და კომენტარებზე პასუხის გაცემა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* კომპიუტერული საოფისე პროგრამების ფლობა;
* ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარები:

* გამართულად წერის უნარი;
* დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
* შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
* სიახლეებთან სწრაფად ადაპტაციის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

* კომფორტულ სამუშაო გარემოს;
* პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
* სტანდარტულ სამუშაო გრაფიკს;
* ჯანმრთელობის დაზღვევას.

მსურველებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე (სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: [email protected]

გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


Auto Home

ანაზღაურება


700₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო