უფროსი ტექნიკოსი

"ნამი 8" ქართულ ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს და ორიენტირებულია წყლის მოხმარების ქცევის ცვლილებაზე. წყლის ბარების ამ სერიას შეუძლია მთლიანად აღმოფხვრას თქვენი სასმელი წყლის პრობლემები, უზრუნველყოს, რომ ნებისმიერ დროს შეგეძლოთ, ისარგებლოთ სუფთა და ჰიგიენური მაღალი ხარისხის სასმელი წყლით და უზრუნველყოთ ჯანსაღი სასმელი წყალი თქვენი ოფისებისა და სახლებისთვის.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე:
https://nami8.ge/

"არომაკო" წარმოადგენს არომა მარკეტინგში 18 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო ბრენდს, რომელიც საქართველოში 2019 წლიდან ოპერირებს. ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ პრობიოტიკებით გაჯერებულ, ჯანსაღ და სურნელოვანი პროდუქტების ფართო ასორტიმენტს.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე https://aromaco.ge/en?

"ნამი 8" და "არომაკო" გახლავთ ებრაულ - ქართული ჰოლდინგის Tsur Group-ის შვილობილი კომპანიები. ჰოლდინგის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე: https://tsur-group.com/en

"ნამი 8"-ს და "არომაკო"-ს გუნდში ვეძებთ ახალ წევრებს უფროსი ტექნიკოსის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 1600 ლარი + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 5 სამუშაო დღე, დღეში 8 საათი).

ჩვენ გთავაზობთ:

* კომფორტულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
* ჯანმრთელობის დაზღვევას;
* კვებას;
* Fitpass.

მოვალეობები:

* ობიექტებზე აპარატების ინსტალაცია/დეინსტალაცია;
* ყოველთვიური მომსახურების გაწევა (ფილტრების და ეთერზეთების შეცვლა);
* საჭიროების შემთხვევაში აპარატების გამორეცხვა;
* პერიოდულად აპარატების ჩანაცვლება;
* საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლების გადაუდებელი დახმარება;
* საჭიროების შემთხვევაში აპარატის ინსტალაციის დროს ელექტრო გაყვანილობის მოწესრიგება;
* საექსპლუატაციო და სარემონტო სამუშაოებისას ელ. დანადგარების უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა;
* საჭიროების შემთხვევაში ელექტრული გაყვანილობის განლაგება და მონტაჟი.

ჩვენი მოთხოვნებია:

* აუცილებელია ტექნიკური მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
* ინგლისური ან რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
* მართვის მოწმობა (B კატეგორია - მექანიკა).

თუ ამ ყველაფერს იზიარებ და გინდა ჩვენი გუნდის წევრი გახდე, გამოგვიგზავნე რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected] და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

სამშენებლო უბნის უფროსი
ემ ემ
4000₾-5000₾ თბილისი
დედლაინი: 2 კვირაში

წარმოების საწყობის ჯგუფის უფროსი
კორიდა
1850₾ თბილისი
დედლაინი: 1 კვირაში

ინგლისურენოვანი Senior Account Executive
Team Up
თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


არომაკო

ანაზღაურება


1,600₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო