დამხმარე ტექნიკოსი

"ნამი 8" ქართულ ბაზარზე 2022 წლიდან ოპერირებს და ორიენტირებულია წყლის მოხმარების ქცევის ცვლილებაზე. წყლის ბარების ამ სერიას შეუძლია მთლიანად აღმოფხვრას თქვენი სასმელი წყლის პრობლემები, უზრუნველყოს, რომ ნებისმიერ დროს შეგეძლოთ, ისარგებლოთ სუფთა და ჰიგიენური მაღალი ხარისხის სასმელი წყლით და უზრუნველყოთ ჯანსაღი სასმელი წყალი თქვენი ოფისებისა და სახლებისთვის
.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://nami8.ge/

"არომაკო" წარმოადგენს არომა მარკეტინგში 18 წლიანი გამოცდილების მქონე საერთაშორისო ბრენდს, რომელიც საქართველოში 2019 წლიდან ოპერირებს. ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ პრობიოტიკებით გაჯერებულ, ჯანსაღ და სურნელოვანი პროდუქტების ფართო ასორტიმენტს.

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე https://aromaco.ge/en?

"ნამი 8" და "არომაკო" გახლავთ ებრაულ - ქართული ჰოლდინგის Tsur Group-ის შვილობილი კომპანიები. ჰოლდინგის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://tsur-group.com/en

"ნამი 8"-ს და "არომაკო"-ს გუნდში ვეძებთ ახალ წევრებს დამხმარე ტექნიკოსის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 600 ლარი
სამუშაო გრაფიკი: სრული (კვირაში 5 სამუშაო დღე, დღეში 8 საათი)

ჩვენ გთავაზობთ:

* კომფორტულ, მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
* ჯანმრთელობის დაზღვევას;
* კვებას;
* Fitpass.

მოვალეობები:

* ტექნიკოსის დახმარება ობიექტებზე აპარატების ინსტალაცია/დეინსტალაციაში;
* ტექნიკოსის დახმარება ყოველთვიური მომსახურების გაწევაში (ფილტრების და ეთერზეთების შეცვლა);
* საჭიროების შემთხვევაში აპარატების გამორეცხვა.

ჩვენი მოთხოვნებია: მართვის მოწმობა (B კატეგორია - მექანიკა)

თუ ამ ყველაფერს იზიარებ და გინდა ჩვენი გუნდის წევრი გახდე, გამოგვიგზავნე რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected] და სათაურში მიუთითე ვაკანსიის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ტექნიკოსის დამხმარე
TMLNET
800₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კუპაჟის დამხმარე
არომაპროდუქტი
751200₾ თბილისი
დედლაინი: 2 დღეში

სხვადასხვა
ოჯახური
1200₾ თბილისი
დედლაინი: 2 დღეში

კომპანია


არომაკო

ანაზღაურება


600₾
დედლაინი
1 დღეში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო