კაფეტერიების ქსელი "დეგუსტო" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
* დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის მართვა;
* ობიექტის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
* შეკვეთების განხორციელება და პროდუქციის მიღება;
* სასაწყობე მარაგების კონტროლი, შესაბამისი ნორმების დაცვით;
* სალაროს კონტროლი და ნაღდი ფულის ინკასაცია;
* ობიექტზე სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტების დაცვა და კონტროლი;
* ფილიალში შესაბამისი სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
* მომსახურებისა და პროდუქციის ხარისხის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* სარესტორნო ქსელში მუშაობის 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
* გუნდის მართვის გამოცდილება;
* მარაგების მართვის გამოცდილება;
* საოფისე პროგრამების ცოდნა.
პიროვნული უნარები:
* კომუნიკაციის უნარი;
* პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი;
* ორგანიზებული და მოწესრიგებული;
* ყურადღებიანი დეტალების მიმართ.
სამუშაო განრიგი და ანაზღაურება:
* სამუშაო დღეები: 5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება.
* სამუშაო საათები: 09:30 - 18:30 .
* ანაზღაურება: 1300 ლარი + კვება + ბონუსი;
* ჯანმრთელობის დაზღვევა;
* ფიტპასი;
* კორპორაციული შეთავაზებები.
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: [email protected].
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ფილიალის მენეჯერი".
"დეგუსტო" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს! |