დისტანციური გაყიდვების მენეჯერი

"ტექნოკრედიტი" აცხადებს ვაკანსიას დისტანციური გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

კომპანია "ტექნოკრედიტი" ბაზარზე წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ფინანსურ მექანიზმს, რომელიც გასცემს ყველა სახის სალომბარდე სესხს. კომპანია "ტექნოკრედიტი" ხასიათდება არამხოლოდ სისწრაფით არამედ სანდოობით, სიმარტივით, გამორჩეული სერვისებითა და მომხმარებლის სურვილებზე მაქსიმალურად მორგებული პროდუქტების შექმნით. ჩვენ ყოველთვის ვზრუნავთ ინოვაციური და კომფორტული სერვისებით მომხმარებელს გავუმარტივოთ სესხის მიღების პროცედურა.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი (ორშაბათი-პარასკევი; 10:00-18:00)
სამუშაო ადგილმდებარეობა: ნუცუბიძის ქუჩა
ანაზღაურება: ფიქსირებული 800 ლარი + საბონუსე სისტემა

კომპანიის ვებგვერდი - https://technocredit.ge

კომპანიის ბენეფიტები:

* ჯანმრთელობის დაზღვევა
* კომფორტული სამუშაო გარემო
* განვითარების საშუალება

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

* პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაციის დამყარება, მოლაპარაკება, სასესხო პროდუქტების პირობების გაცნობა და შეთავაზება
* არსებული და პოტენციური კლიენტების შესახებ ინფორმაციის განახლება
* ახალი კლიენტების მოძიება სხვადასხვა არხების მეშვეობით
* მომხმარებლის ოპერატიული და ხარისხიანი მომსახურება
* გაყიდვების პროცესის სრულად წარმართვა: მომხმარებლის საჭიროებების განსაზღვრა, მასზე მორგებული მომსახურების შეთავაზება

საჭირო ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:

* გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
* მოლაპარაკების წარმოების უნარი
* ეფექტური კომუნიკაციის უნარი
* ორგანიზებულობა
* პასუხისმგებლობიუნარიანობა
* პუნქტუალურობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი განახლებული CV ელფოსტაზე [email protected].

გთხოვთ, მეილის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.

გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


ტექნოკრედიტი

ანაზღაურება


800₾
დედლაინი
10 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო