ლოჯისტიკური, საბაჟო და საფოსტო მომსახურების კომპანია "ქისკო ლოჯისტიკსი" ეძებს კანდიდატს ოფისის ოპერატორის პოზიციაზე.
წინასწარი გამოცდილება არ მოითხოვება. ადგილზე დაგეხმარებით შეიძინოთ საჭირო უნარ-ჩვევები.
ძირითადი მოვალეობები:
* ამანათების მიღება და გაცემა
* გადაზიდვების საწყობში მიღება და გაცემა
* სალარო აპარატთან მუშაობა
* საოპერაციო პროგრამაში მუშაობა
* კლიენტების კონსულტაცია კომპანიის სერვისებთან დაკავშირებით
* დახმარება მომხმარებელთა პრობლემების მოგვარებაში
* შემომავალი ზარების მიღება
* წესრიგის დაცვა ოფისში და საწყობში
* გადაზიდვების მეთვალყურეობა
* დაბრუნების და პრეტენზიების მართვა
* ავია ჯავშნების მიღება და რეგისტრაცია
* სატელეფონო ჯავშნების მიღება
მოთხოვნები:
* სასურველია საფოსტო და სატრანსპორტო სფეროში მუშაობის გამოცდილება
* რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა -სავალდებულოა.
* საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ფლობა (Excel, MS Office, Outlook/E-mail);
თვისებები:
* პუნქტუალურობა;
* მომხმარებლის მიმართ კეთილგანწყობა;
* მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
* კომუნიკაბელურობა და სხვადასხვა ტიპის ადამიანებთან ურთიერთობის უნარი
* გამართული მეტყველება
* პასუხისმგებლობის მაღალი დონე
პირობები:
* ანაზღაურება: 1000 ლარი
* სამუშაო გრაფიკი: სრული
* განაკვეთი: 10:00-19:00, შაბათი 10:00-18:00 - გრაფიკი გადანაწილდება ოპერატორებს შორის
* სამუშაო ადგილი: თბილისი, ვაკე/სოლოლაკი.
* ვაკანტურო პოზიცია: 2
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ოფისის ოპერატორი და გამოგზავნეთ რეზიუმე/CV ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]. |