კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

"პალიტრა ჰოლდინგი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

* გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
* უმაღლესი განათლება;
* საოფისე პროგრამების ცოდნა;
* ინგლისური ენის ცოდნა;
* რუსული ენის ცოდნა (სასურველია);
* საკუთარი ავტომობილის ქონა.

ძირითადი მოვალეობები:

* პოტენციური მომხმარებლების მოძიება, მათთან კომუნიკაცია და კომპანიაში არსებული პროდუქტების შეთავაზება;
* ბაზრის მონიტორინგი და კონკურენტების პროდუქტების ფასების კვლევა/ანალიზი;
* შეკვეთის მიღება, საწყობში და ლოჯისტიკურ ცენტრში მისი გადამისამართება და პროდუქტის მომხმარებლამდე მიწოდების უზრუნველყოფა;
* დებიტორებთან კომუნიკაცია (დავალიანების აღრიცხვა/კონტროლი);
* სახელმწიფო და კერძო ტენდერების მოძიება/მონიტორინგი, სატენდერო შეთავაზებების მომზადება და მათთან არსებულ დოკუმენტაციასთან მუშაობის უზრუნველყოფა;
* გაყიდვების გეგმის შესრულება / ყოველთვიური ზრდა;
* დირექტორისთვის ყოველკვირეული რეპორტების მომზადება;
* ხელმძღვანელისგან მითითებული სხვადასხვა სახის დავალების შესრულება.

პიროვნული თვისებები:

* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
* პუნქტუალურობა;
* შრომისმოყვარეობა;
* დეტალებზე ორიენტირება.

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 09:30 - 18:00 სთ,
ანაზღაურება: ფიქს.1500 ლარი + ბონუსი;

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ისთ ფოინთის მიმდებარედ, ქიზიყის ქუჩა.

შენიშვნა: დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: [email protected], Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: [email protected]
გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
Asbc
თბილისი
დედლაინი: 2 კვირაში

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
Smart Choice
500₾ თბილისი
დედლაინი: 8 საათში

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
Intco
1000₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
ნამი 8
1200₾-1300₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


პალიტრა ჰოლდინგი

ანაზღაურება


1,500₾
დედლაინი
8 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო