მაღაზია "სპარი" აცხადებს კონკურსს მოლარე-კონსულტანტის ვაკანტურ პოზიციაზე.
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიმიტრი უზნაძის 74 (პლეხანოვი)
სამუშაო დრო: ღამის ცვლა ყოველ მეორე დღეს
ანაზღაურება: 1050 ლარი + ბონუსი
ჩვენ გთავაზობთ:
* საბონუსე და მზარდ კომპენსაციის სისტემას;
* მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
* დაწინაურების და კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
* მეგობრულ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს.
ფუნქცია-მოვალეობები:
* სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
* სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
* დარბაზის შესაბამის სექციაში პროდუქციის განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი კონტროლი და შევსება;
* პროდუქციის რეალიზაციამდე ხარისხის, ვადიანობის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
* მომხმარებლისთვის სექციაში განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
* კომპეტენციის ფარგლებში ობიექტის მენეჯერის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: [email protected]. გთხოვთ "Subject"-ში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "მოლარე- კონსულტანტი". რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 20 სექტემბერი ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ სატელეფონო ნომერზე: 593 171 177
მაღაზია "სპარი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! |