ბარმენი

"BET25" არის ინოვაციური გართობის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებზე, ტექნოლოგიებზე, რითაც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის საუკეთესო გარემოს შექმნას და ქმნის მრავალფეროვან გასართობ სივრცეს.

"BET25" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, მისამართი: გლდანი, გაგარინი, ვარკეთილი.
სამუშაო განაკვეთი: ცვლებში (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება)
სამუშაო საათები: 09:00-21:00, 21:00-09:00
უშუალო ხელმძღვანელი: ჰოლ მენეჯერი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 1000 ლარი და ყოველ დღიური ბონუსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

* შეკვეთების მიღება, სასმელების სწორად შეთავაზება/რეკომენდირება და მათი მომზადება;
* საჭიროების შემთხვევაში კლიენტთან კომუნიკაციის დამყარება და მათი მოთხოვნების უზრუნველყოფა, ამომწურავი პასუხის გაცემა;
* მენიუს და სასმელების სიის ზედმიწევნით ცოდნა, მათი აღწერა დაინტერესებული კლიენტებისთვის;
* ჰიგიენის და შრომის უსაფრთხოების წესების დაცვა;
* ყველა სახის შეკვეთის აღრიცხვა;
* გატარებული ოპერაციების ფინანსურ დეპარტამენტთან ანგარიშგება.

საჭირო მოთხოვნები:

* მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
* ბარში მუშაობის პრინციპების ცოდნა;
* ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;

უნარ-ჩვევები:

* მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
* პუნქტუალურობა;
* კომუნიკაბელურობა;
* სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
* სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები.

BET25 გთავაზობთ:

* დრესკოდის უზრუნველყოფას;
* კვებას;
* პროფესიული განვითარების ტრენინგებს;
* სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
* პროფესიულ ზრდა/განვითარებას.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ბარმენი"

თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "BET25 "-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას კომპანიის სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ბარმენი
ბარი ვარშავა
50₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

ბარმენი
რესტორანი რთველი
1000₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

ბარმენი
პაბი დუბლინი
თბილისი
დედლაინი: 2 დღეში

ბარმენი
Beer Georgia
80₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

ბარმენი
Grand Slot
1020₾ თბილისი
დედლაინი: 8 საათში

ბარმენი
ტივი
თბილისი
დედლაინი: 1 კვირაში

კომპანია


BET25

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
8 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო