შრომის უსაფრთხოების მენეჯერი

სამშენებლო კომპანია შპს "ართვინ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობაზე კასპში.

ძირითადი მოვალეობები:

* თანამშრომლების და კონტრაქტორი პირების შრომის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და მათთვის შესაბამისი ქცევის სტანდარტების დადგენა;
* შრომის უსაფრთხოების რისკების თავიდან აცილების გეგმის შემუშავება;
* თანამშრომლების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და პირველადი დახმარების აღმოჩენა;
* საწარმოო პროცესის უსაფრთხოება;
* კომპანიის სამშენებლო და საწარმო ობიექტებში საერთაშორისო სტანდარტების და არსებული კანონმდებლობის შესაბამისად შრომის უსაფრთხოების პირობების დანერგვა;
* შესაძლო საფრთხეების სრულად და დროულად იდენტიფიცირება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;

აუცილებელი მოთხოვნებია:

* უმაღლესი განათლება (ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული კვალიფიკაცია), რომელიც უკავშირდება სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების დაცვას;
* სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
* ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - აუცილებელია სამშენებლო სფეროში.
* საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel)

სასურველი უნარ-ჩვევები:

* პასუხისმგებლობიანი;
* დისციპლინირებული;
* მოწესრიგებული;
* პუნქტუალური.

სამუშაო ობიექტები მდებარეობს კასპში.

სამუშაო განრიგი: სრული
ხელფასი: გამოცდილების შესაბამისად (1200-2000)
ბენეფიტები: კვებით უზრუნველყოფა და ჯანმრთელობის დაზღვევა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ.მისამართზე [email protected]. აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

საწყობის მენეჯერი
ნუტრიმაქსი
1800₾ თბილისი
დედლაინი: 12 საათში

მარკეტის მენეჯერი
ჯსთ მარკეტი
1300₾ თბილისი
დედლაინი: 12 საათში

ფილიალის მენეჯერი
ნაზილბე
თბილისი
დედლაინი: 12 საათში

რეგისტრატორი
BET25
1000₾ თბილისი
დედლაინი: 12 საათში

კომპანია


ართვინ ჯორჯია

დედლაინი
12 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო