სამშენებლო კომპანია შპს "ართვინ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების მენეჯერის თანამდებობაზე კასპში.
ძირითადი მოვალეობები:
* თანამშრომლების და კონტრაქტორი პირების შრომის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და მათთვის შესაბამისი ქცევის სტანდარტების დადგენა;
* შრომის უსაფრთხოების რისკების თავიდან აცილების გეგმის შემუშავება;
* თანამშრომლების ჯანმრთელობაზე ზრუნვა და პირველადი დახმარების აღმოჩენა;
* საწარმოო პროცესის უსაფრთხოება;
* კომპანიის სამშენებლო და საწარმო ობიექტებში საერთაშორისო სტანდარტების და არსებული კანონმდებლობის შესაბამისად შრომის უსაფრთხოების პირობების დანერგვა;
* შესაძლო საფრთხეების სრულად და დროულად იდენტიფიცირება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
აუცილებელი მოთხოვნებია:
* უმაღლესი განათლება (ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული კვალიფიკაცია), რომელიც უკავშირდება სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების დაცვას;
* სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
* ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - აუცილებელია სამშენებლო სფეროში.
* საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel)
სასურველი უნარ-ჩვევები:
* პასუხისმგებლობიანი;
* დისციპლინირებული;
* მოწესრიგებული;
* პუნქტუალური.
სამუშაო ობიექტები მდებარეობს კასპში.
სამუშაო განრიგი: სრული
ხელფასი: გამოცდილების შესაბამისად (1200-2000)
ბენეფიტები: კვებით უზრუნველყოფა და ჯანმრთელობის დაზღვევა
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV ელ.მისამართზე [email protected]. აუცილებლად მიუთითეთ სათაურის (Subject) ველში პოზიციის დასახელება. |