სუპერმარკეტების ქსელი შპს "დეილი" 10 წელზე მეტია უკვე წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე.
კომპანია დღეისათვის 200-მდე ფილიალს მოიცავს საქართველოს მასშტაბით, სადაც 2000-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. ჩვენი გუნდის წევრები იზიარებენ კომპანიის მთავარ ფასეულობებს: მუდმივი განვითარება, გუნდურობა, ერთმანეთის ნდობა, ზრუნვა და ერთგულება.
ვაცხადებთ ვაკანსიას ვიდეო მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. ქუთაისში.
ჩვენ გთავაზობთ:
* განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;
* მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
* კორპორატიულ დაზღვევას;
ფუნქცია-მოვალეობები:
* მაღაზიაში არსებული სამუშაო პროცესების ვიდეო მონიტორინგი;
* მომხდარი დარღვევების შესაბამისი იდენტიფიცირება;
* დარღვევების რეესტრის წარმოება;
* ვიდეო ჩანაწერების დაარქივება;
* გამოვლენილი დარღვევების ან პრობლემების შესახებ რეპორტების მომზადება;
ძირითადი მოთხოვნები:
* სასურველია მსგავს პოზიციაზე ან რითეილის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
* საოფისე პროგრამების (MS Word, Excel, Outlook, PowerPoint) ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
* ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული;
* ორგანიზებული;
* ანალიტიკური აზროვნების უნარი;
სამუშაო პირობები:
* სამუშაო გრაფიკი: 3 დღეში ერთხელ 24 სთ-იანი ცვლა (შესვენება 4 საათი);
* სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, გუგუნავას ქუჩა N1;
* სამუშაო ანაზღაურება: 800 ლარი;
რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://www.app.helio-ai.com/apply/v9u56uxhw7u9zfjh
აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას: გაეცნოს/განიხილოს/დაამუშაოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/გამოიყენოს თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.
მადლობა ვაკანსიით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ! |