სასტუმრო "Tbilisee" აცხადებს ვაკანსიას ღამის ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ანაზღაურება: 850 ლარი + გაყიდული საუზმის ბონუსი + მაღალი შეფასების ბონუსი + ოთახის გაყიდვების ბონუსი.
გრაფიკი: 2 ღამე, 12-12 საათი, 2 დასვენება.
მოვალეობები:
* სასტუმროში ვიზიტორის მიღება, განთავსება და გაცილება;
* ვიზიტორის სასტუმროს მართვის სისტემაში რეგისტრაცია და გადახდის ოპერაციების წარმოება სასტუმროს პროცედურების მიხედვით;
* ჯავშნების მიღება ტელეფონით, ელფოსტით, ასევე სასტუმროს ვებგვერდის მეშვეობით;
* ჯავშნების მართვა სასტუმროს ჯავშნების სისტემასა და Booking.com-ზე;
* შემოსული სატელეფონო ზარების მიღება და ელფოსტის შემოწმება, მომხმარებლისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
* სასტუმროს პროცედურებისა და სტანდარტების კარგად ცოდნა.
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
* რუსულ და ინგლისურ ენებზე გამართულად საუბარი.
გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელფოსტაზე: [email protected] და Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა არ განიხილება. |