ქოლცენტრის ოპერატორი

"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

ჰოსპიტლის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: www.ahtbilisi.com

სამუშაოს მიზანი

ქოლცენტრში შემომავალი და გამავალი ზარების მართვა; პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების დადგენილი სტანდარტებით მომსახურება და მომხმარებელთა კმაყოფილების მაღალი დონის უზრუნველყოფა.

ფუნქცია-მოვალეობები:

* ქოლცენტრში შემოსული ზარების მომსახურება/გადამისამართება;
* კომუნიკაციის სხვადასხვა არხებით შემოსულ კითხვებზე-მომართვებზე პასუხის გაცემა და გადამისამართება;
* ქოლცენტრის ელექტრონულ პროგრამაში შესაბამისი ინფორმაციის შეტანა;
* ქოლცენტრიდან გამავალი ზარების შესრულება;
* პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების, მომხმარებელთა კლინიკაში დანერგილი სტანდარტების შესაბამისად მომსახურება;
* უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა: ტრენინგზე დასწრება და მუდმივი განვითარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* უმაღლესი განათლება, სასურველია საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ჯანდაცვის ადმინისტრირების ან მედიცინის განხრით;
* სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის ერთწლიანი გამოცდილება;
* ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B2 დონეზე.

პიროვნული უნარები:

* გუნდური მუშაობის უნარი
* დეტალებზე ორიენტირებული
* ეფექტური მომსახურების (სერვის პლუსი) უნარი
* ეფექტური კომუნიკაციის უნარი
* სტრესგამძლეობა
* პასუხისმგებლობის გრძნობა
* ანალიტიკური უნარი
* შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი
* კეთილგანწყობილი, თავაზიანი და ემპათიური

სამუშაო პირობები:

* ადგილმდებარეობა: თბილისი, 0102 უშანგი ჩხეიძის ქ. #17
* სრული განაკვეთი, კვირაში 6 დღე, სამუშაო ცვლები: 08:00-17:00; 09:00-18:00; 10:00-19:00; 13:00-22:00.
* შერჩევის ფორმა: გასაუბრება
* ანაზღაურება: 1250 ლარი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადებისა და გადასახდელების ჩათვლით (დარიცხული).
* კორპორატიული ბენეფიტი: თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: [email protected]. გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან მოწვეული გასაუბრებაზე.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე - კანდიდატი) ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქის" მიერ (ს/კ: 402154342) (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება ჰოსპიტალში, არაუმეტეს 5 წლის ვადით;

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას წინასახელშეკრულებო პერიოდში კანდიდატისგან მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა კანდიდატის დასაქმების მიზნის მისაღწევად. ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის.
თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ. ამასთანავე, უფლებამოსილი ხართ, ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ გაცხადებული თანხმობა, იმავე ფორმით რა ფორმითაც განაცხადეთ თანხმობა. აღნიშნული მიზნით შეგიძლიათ მოგვმართოთ ელ.-ფოსტაზე: [email protected];
პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს [email protected]; და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ქოლცენტრის ოპერატორი
პედიატრი
თბილისი
დედლაინი: 8 საათში

ქოლცენტრის ოპერატორი
საგა იმპექსი
1000₾ თბილისი
დედლაინი: 8 საათში

ქოლცენტრის ოპერატორი
Avia.ge
1000₾ თბილისი
დედლაინი: 8 საათში

ქოლცენტრის ოპერატორი
Auto Home
600₾ თბილისი
დედლაინი: 8 საათში

ქოლცენტრის ოპერატორი
მისტერ მასტერი
900₾ თბილისი
დედლაინი: 8 საათში

ქოლცენტრის ოპერატორი
მედ-დიაგნოსტიკა
700₾ თბილისი
დედლაინი: 8 საათში

კომპანია


ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი

ანაზღაურება


1,250₾
დედლაინი
8 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო