დასუფთავების მომსახურების მენეჯერი

პროფესიონალური დასუფთავების კომპანია "სუფთა სამყარო" 18 წელია დასუფთავების მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს.

როდესაც შემოუერთდებით "სუფთა სამყარო"-ს, მაშინვე გახდებით მეგობრული ადამიანების გუნდის ნაწილი, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ შექმნან მომხმარებელთათვის საუკეთესო გამოცდილება.

პოზიცია - დასუფთავების მომსახურების მენეჯერი

"სუფთა სამყარო"-ში დასაქმებით:

* მიიღებთ დიდ თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას;
* შეისწავლით პროფესიონალური დასუფთავების თანამედროვე ხერხებს და მეთოდებს;
* გაეცნობით უახლეს ტექნოლოგიებს დასუფთავების სფეროში;
* გახდებით პროფესიონალთა დიდი გუნდის წევრი და ყოველთვის გექნებათ მასზე მიკუთვნებულობის განცდა, რაც მოგცემთ უდიდეს მოტივაციას და გვერდში დგომის იმედს;

რას გთავაზობთ?

* მზარდ ანაზღაურებას
* პროფესიული განვითარების შესაძლებლობას

ძირითადი მოვალეობები

* აკონტროლოს სისუფთავის ხარისხი მისდამი დაქვემდებარებულ ობიექტზე;
* მიიღოს ინფორმაცია დასუფთავებასთან დაკავშირებით კლიენტის პრობლემების შესახებ და დროულად უზრუნველყოს ამგვარი პრობლემების გადაჭრა;
* აკონტროლოს და შეაფასოს თანამშრომლები და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხი;
* უზრუნველყოს მომსახურების მიწოდება შეთანხმებული ხარისხის სტანდარტების შესაბამისად, განსაზღვრული ვადებისა და ხარჯების ფარგლებში;
* ორგანიზება გაუწიოს ობიექტების მომარაგებას საჭირო დასუფთავების მოწყობილობებითა და მასალით;
* უზრუნველყოს კლიენტთან ხელშეკრულების და სხვა შესაბამისი დოკუმენტების (მიღება-ჩაბარების აქტები, ინვოისები და ა.შ) გაფორმება;
* დაიცვას კომპანიის წესები და პროცედურები, მათ შორის გააცნოს უსაფრთხოების წესები თანამშრომლებს.

მოთხოვნები და უნარები

* მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
* დასუფთავების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
* საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Outlook);
* პრობლემების გადაჭრის უნარი
* სამუშაოს დათქმულ ვადებში შესრულების უნარი
* დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი
* გამართული წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
* ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი

სამუშაო პირობები:

* ანაზღაურება: 1 200 ლარი.
* სამუშაო გრაფიკი: დღეგამოშვებით, 08:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე
* დასვენების დღე: კვირა
* სამუშაო ადგილი: თბილისი, გაგარინის მოედანი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმეები შემდეგ ელ-ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სუფთა სამყარო"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ოფისის მენეჯერი
ჯი პი პი
თბილისი
დედლაინი: 10 საათში

ოფის მენეჯერის დამხმარე
ალიანს ჯგუფი
900₾ თბილისი
დედლაინი: 10 საათში

ღამის ცვლის ადმინისტრატორი
Silver 39 Corner Hotel
950₾ თბილისი
დედლაინი: 10 საათში

კომპანია


სუფთა სამყარო

ანაზღაურება


1,200₾
დედლაინი
10 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო