"კავკასიის მედიცინის ცენტრი" წარმოადგენს მულტიპროფილურ წამყვან რეფერალურ ჰოსპიტალს რეგიონში. იგი დაკომპლექტებულია ქვეყნის წამყვანი პროფესიონალებით და აწოდებს მაღალი სტანდარტის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას. ჰოსპიტლის მისიაა, რომ გააუმჯობესოს თანამშრომლების, პაციენტების და საზოგადოების ცხოვრების ხარისხი და შევქმნათ საუკეთესო სამედიცინო გამოცდილება.

"კავკასიის მედიცინის ცენტრში", ვეძებთ გუნდის ახალ წევრს: რეგისტრატორის პოზიციაზე.

გრაფიკი: კვირაში 40 საათი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* უმაღლესი განათლება, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
* უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს რელევანტური გამოცდილებით;
* MS Office საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
* სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

ანაზღაურება: (ფიქსირებული), 1000 ლარი, ასევე ყოველთვიური ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:

* პაციენტის პირველადი მომსახურება და შესაბამის პროგრამაში რეგისტრაცია;
* პაციენტის მაღალხარისხიანი, დროული და ეფექტური მომსახურება;
* დარეგისტრირებული პაციენტის შესაბამის სამედიცინო მომსახურებაზე გადამისამართება;
* პაციენტის მიერ მოთხოვნილ ინფორმაციაზე დეტალური კონსულტირება, ინფორმაციის მოძიება/გადამოწმება და შესაბამისად მიწოდება;
* დღის ბოლოს პროგრამაში ყველა განხორციელებული რეგისტრაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შედარება;
* უშუალო ხელმძღვანელის სხვადასხვა ამოცანების შესრულება, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული მის საქმიანობასთან ან/და გამომდინარეობს აღნიშნული პოზიციის კონტექსტიდან.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

* ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
* მომხმარებელზე ორიენტირებული და კეთილგანწყობილი;
* მოწესრიგებული და ყურადღებიანი;
* დეტალებზე ორიენტირებული;
* გუნდის საერთო მიზნებზე ორიენტირებული;
* ინფორმაციის ანალიზის და გადაცემის უნარი.

ვეძებთ ადამიანს, ვისაც:

* აქვს განვითარების დიდი მოტივაცია;
* არის შედეგებზე ორიენტირებული;
* უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა და მათი მხარდაჭერა.

ჩვენი მხრიდან გპირდებით:

ზრდის დიდ პოტენციალს, განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს, საინტერესო საქმეს და მხარდამჭერ, მეგობრულ გუნდს.

დაინტერესებულმა პირებმა მოგვწერეთ ან გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე მითითებულ მეილზე და მიუთითეთ პოზიციის დასახელება: [email protected].

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

რეგისტრატორი
BET25
1000₾ თბილისი
დედლაინი: 12 საათში

რეგისტრატორი
ეროვნული სკრინინგ ცენტრი
770₾ თბილისი
დედლაინი: 12 საათში

რეგისტრატორი
IQ კლინიკა
900₾ თბილისი
დედლაინი: 12 საათში

რეგისტრატორი
კონსილიუმ მედულა
900₾ თბილისი
დედლაინი: 12 საათში

რეგისტრატორი
ლიდერმედი
1000₾ თბილისი
დედლაინი: 12 საათში

კომპანია


კავკასიის მედიცინის ცენტრი

ანაზღაურება


1,000₾
დედლაინი
12 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო