მობინადრეებთან ურთიერთობის მენეჯერი

"ლემონსი" 2011 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ციფრული მარკეტინგი და გაყიდვები.

გაეცანი ვებ-გვერდს https://www.lemons.ge, ინფორმაციას კომპანიის შესახებ და საქმიანობის სფეროებს.

კომპანია "lemons" აცხადებს ვაკანსიას მობინადრეებთან ურთიერთობის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

* კომპანიის მომხმარებლებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოება;
* მომხმარებლებისგან შემოსული მოთხოვნების ან/და საჩივრების დამუშავება და ეფექტური უკუკავშირი;
* საჩივრებსა და პრობლემურ შემთხვევებზე მყისიერი რეაგირება და კომპანიის სტრატეგიის/გაიდლაინის მიხედვით მომსახურება;
* მომხმარებლების ფინანსური დავალიანებების კონტროლი გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად;
* არსებული მომხმარებლების კმაყოფილების კვლევების ჩატარება და პასუხების შესაბამისი ღონისძიებების დანერგვა;
* მჭიდრო, კოორდინირებული თანამშრომლობა კომპანიის სხვა რგოლებთან (მათ შორის ადმინისტრაციის, გაყიდვების და ა.შ. მიმართულებებით);
* კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან სხვა დავალებების შესრულება, საჭიროებისამებრ, მომხმარებლებთან ურთიერთობის მიმართულებით;
* მომხმარებლებისთვის საჭირო დოკუმენტების (ნახაზების) მიწოდება და უკუკავშირის მიღება;
* მომხმარებელთა ლოიალურობის შენარჩუნებაზე მუდმივი ზრუნვა;
* მომხმარებელთან ურთიერთობის სტრატეგიის შემუშავება და ეტაპობრივად ცვლილებების შეტანა;
* საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის გადამისამართება სხვადასხვა დეპარტამენტებში;
* უშუალო ხელმძღვანელთან ანგარიშვალდებულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* გამართული მეტყველება;
* მინიმალური მათემატიკური ცოდნა;
* სასურველია ინგლისური ან რუსული ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა
* საოფისე პროგრამების მინიმალურ დონეზე გამოყენება;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

* ორგანიზებულობა;
* პუნქტუალურობა;
* ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
* პასუხისმგებლობის გრძნობა;

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
მდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 1200 ლარიდან 1500 ლარამდე (გამოცდილების მიხედვით)

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: [email protected].

სათაურის ველში, გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება (მობინადრეებთან ურთიერთობის მენეჯერი), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის, მოგვმართეთ: (995 32) 245 01 01

გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


ლემონსი

ანაზღაურება


1,200₾
დედლაინი
10 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო