მოლეკულურ-გენეტიკური ლაბორატორია "მედ დიაგნოსტიკა" 2020 წელს დაარსდა. ჩვენი გუნდის მიზანია საქართველოში დანერგოს საერთაშორისო სტანდარტის მოლეკულურ-გენეტიკურ მეთოდზე დაფუძნებული კვლევები. "მედ დიაგნოსტიკა" პაციენტებს ასევე სთავაზობს სრულ ლაბორატორიულ მომსახურებას: 200-მდე ბიოქიმიურ და სისხლის ანალიზს.
"მედ დიაგნოსტიკა" აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღომი, კონსტანტინე ჩაჩავას #4;
სამუშაო საათები: კვირაში 5 დღე მონაცვლეობით;
ანაზღაურება: 700 ლარი
ფუნქცია მოვალეობები:
* შემოსული ზარების მიღება და მომხმარებელთან კომუნიკაცია;
* კონსულტაციის გაწევა მომსახურებისა და პირობების შესახებ;
* ზარების პროგრამული აღრიცხვა და რეგისტრაცია
* შესაბამისი სამსახურების ინფორმირება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* უმაღლესი განათლება ან სტუდენტი
* საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;
* რუსული ან ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა
პიროვნული თვისებები:
* ორგანიზებული;
* დეტალებზე ორიენტირებული;
* ანალიტიკური აზროვნების უნარი;
* კომუნიკაბელური;
შერჩევის ეტაპები:
* რეზიუმეს გადარჩევა
* ინდივიდუალური გასაუბრება
ვაკანსიით დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად უნდა გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე: [email protected] და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. |