"ბს/2 ჯორჯია"-ს გუნდში ვეძებთ ოფისის მენეჯერს.
"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (https://bs2.lt/ge/career/). ჩვენ ვემსახურებით საქართველოში წამყვან ბანკებს, ბანკომატების და პოს - ტერმინალების მიმართულებით.ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში და ჩვენი რეგიონული წარმომადგენლობა ოპერირებს 9 ქვეყანაში.
სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი (09:00 - 18:00 1სთ. შესვენება)
ლოკაცია: დიღომი 7, პიმენ ყურაშვილის 6 (უზრუნველვყოფთ ტრანსპორტირებას)
ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:
* დადგენილი სტანდარტის შესაბამისად შემოსული და გასული კორესპონდენციის მართვა;
* სხვადასხვა ღონისძიების, შეხვედრისა და თათბირების ორგანიზება;
* კომპანიაში შემოსული სტუმრების დახვედრა, გამასპინძლება და შესაბამის პირთან გადამისამართება;
* სამეურნეო და საკანცელარიო მარაგების შევსება და კონტროლი;
* დიასახლისის, მებაღის, სამეურნეო სპეციალისტის და უსაფრთხოების სამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოს აღრიცხვა და კონტროლი;
* სხვა დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში;
* სადაზღვევო კომპანიასთან კომუნიკაცია (ავტომობილების მიმართულებით);
* კომუნიკაცია შრომის უსაფრთხოებასთან;
* ტაქსის აპლიკაციის მართვა;
* ფოსტასთან კომუნიკაცია.
მოთხოვნები:
* უმაღლესი განათლება;
* ინგლისური და რუსული ენის B2 დონეზე ცოდნა;
* საოფისე პროგრამების ცოდნა;
* სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
ჩვენ გთავაზობთ:
* ჯანმრთელობის დაზღვევას;
* საკომუნიკაციო და სატრანსპორტო ხარჯებს;
* Fit pass ბარათს;
* სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს;
* ანაზღაურება: 1000 - 1200 ლარი (NET) (კვალიფიკაციის მიხედვით)
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: [email protected]. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - ოფისის მენეჯერი.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
გისურვებთ წარმატებას! |