"ქარხანა ფონიჭალა" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
* კომპანიაში შემოსული სტუმრების დახვედრა და შესაბამის პირთან გადამისამართება.
* შეხვედრების/თათბირების დაგეგმვა/კოორდინირება.
* საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტების თარგმნა ქართულ და ინგლისურ ენებზე.
* ადმინისტრაციული და საოფისე/სამეურნეო საქმიანობის წარმართვა.
* უშუალო ხელმძღვანელის მითითებით, სხვა დაკავშირებული დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* საოფისე პროგრამების ცოდნა (MS PowerPoint, Excel, Word, Outlook)
* ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა
* სასურველია რუსული ენის ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები:
* ორგანიზებულობა და პუნქტუალობა;
* საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
* გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
* მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
* კომპიუტერულ ტექნიკასთან მუშაობის უნარი;
* კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-შაბათი
სამუშაო საათები: 10:00 სთ-19:00 სთ
ხელფასი: პირველი ორი თვე გამოსაცდელი ვადა - 1500 ლარი, შემდეგ 1800 ლარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ ელ.ფოსტაზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება. |