მიღება-განთავსების განყოფილების ადმინისტრატორი/რეცეფციონისტი

სასტუმრო "ibis budget Tbilisi Center" აცხადებს ვაკანსიას მიღება-განთავსების განყოფილების ადმინისტრატორის/რეცეფციონისტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ცვლებში (თვეში 15 სამუშაო დღე)
ანაზღაურება: 900-1000 (NET)

აუცილებელი მოთხოვნები:

* უმაღლესი განათლება (აღნიშნულ პოზიციაზე შესაძლებელია სტუდენტის მიღება)
* ინგლისური ენა
* სასურველია სასტუმროს პროგრამაში "Opera" მუშაობის გამოცდილება

ძირითადი მოვალეობა:

* სტუმრების მიღება-განთავსების უზრუნველყოფა;
* სტუმრებისგან საჩივრების მიღება და დროულად გადაჭრა;
* შეტყობინებების დროული გადაცემა;
* შემომავალი და გამავალი ზარების დაკავშირება;
* ტარიფების სწორად მიწოდების მონიტორინგი;
* სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
* საჭირო ანგარიშებისა და ცხრილების მომზადება;
* სასტუმროში სიტუაციის დამოუკიდებლად კონტროლი;
* სასტუმროს მომსახურების სტანდარტების გათვალისწინებით მოქმედება.

პიროვნული თვისებები:

* ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
* პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
* დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
* კომუნიკაბელურობა და პრეზენტაბელურობა;
* სამუშაოს დაგეგმვა და მისი დროულად შესრულება.

კომპანია დამატებით გთავაზობთ:

* ჯანმრთელობის დაზღვევა
* უფასო კვება
* საბონუსე სისტემა

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელ.მისამართზე: [email protected] და გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ადმინისტრატორი
კომპანია
1200₾ თბილისი
დედლაინი: 12 საათში

ცვლის ლიდერი
ibis budget
თბილისი
დედლაინი: 12 საათში

მიმღები ადმინისტრატორი
სასტუმრო ბარნოვი ბუტიკი
900₾-1200₾ თბილისი
დედლაინი: 2 კვირაში

საწყობის მენეჯერი
ელვარე
2000₾-2500₾ თბილისი
დედლაინი: 12 საათში

კომპანია


ibis budget

დედლაინი
12 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო