ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი

სამედიცინო ცენტრი "დიომედი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

* სარეგისტრაციო ჟურნალის წარმოება;
* დოკუმენტების მომზადება, შენახვა;
* შიდა ფორმების, წერილების, დოკუმენტების ტექსტის პროექტების შედგენა; მათი მართვა და მონიტორინგი;
* მზა დოკუმენტაციის დასკანერება, დახარისხება, დაბაინდერება ასევე დოკუმენტაციის ასახვა ელექტრონულ სისტემაში;
* იურიდიულ დოკუმენტებზე მუშაობა (წესდებების დაწერა-კორექტირება, ხელშეკრულებების კორექტირება).

კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

* უმაღლესი განათლება. (სასურველია იურიდიული მიმართულებით);
* სამედიცინო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
* სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
* ადმინისტრაციული და სამოქალაქო კანონმდებლობის ცოდნა;
* საოფისე პროგრამების ცოდნა;
* გამართული წერის უნარის ქონა (ოფიციალური წერილების, განცხადებების დაწერის უნარი)

სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00)
ანაზღაურება: 1875 ლარი.

ჩვენი მისამართია: ქ. თბილისი, თამარაშვილის 15ა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე: [email protected]

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 22/09/2024

სამედიცინო ცენტრი "დიომედი" აერთიანებს 11 სამედიცინო დაწესებულებას (პოლიკლინიკებს) საქართველოს 3 რეგიონში: თბილისი, იმერეთი, სამეგრელო.

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისთვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 1 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ადმინისტრაციული ასისტენტი
Tempo Holding
3000₾ ბათუმი
დედლაინი: 1 კვირაში

სტაჟიორი გაყიდვების მიმართულებით
PepsiCo
900₾ თბილისი
დედლაინი: 5 დღეში

ადმინისტრაციული ასისტენტი
Mr. Fencee Inc
2500₾-3000₾ თბილისი
დედლაინი: 10 საათში

ადმინისტრაციული ასისტენტი
მრავალკუთხედი
700₾ თბილისი
დედლაინი: 10 საათში

კომპანია


სამედიცინო ცენტრი დიომედი

ანაზღაურება


1,875₾
დედლაინი
10 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო