სამშენებლო კომპანია "ჯეოინვესტი" აცხადებს ვაკანსიას HR ადმინისტრატორის თანამდებობაზე.
პოზიციის მიზანი:
ორგანიზაციაში მიმდინარე ოპერაციების სრულყოფილი და ეფექტური მართვა.
ფუნქცია-მოვალეობები:
* თანამშრომელთა Onboarding/Offboarding-ის პროცესის ოპერაციული ნაწილის მართვა;
* კომპანიაში არსებული თანამშრომელთა სხვადასხვა ბენეფიტების ადმინისტრირება;
* ყოველთვიურად თანამშრომელთა დასწრების შესახებ ინფორმაციის მართვა (სახელმწიფო მოთხოვნებთან შესაბამისობაში);
* თანამშრომელთა შრომითი ხელშეკრულებების ვადებისა და პირობების კონტროლი;
* თანამშრომელთა მიღება-განთავისუფლების, ცვლილებების, ხელშეკრულების შეჩერების პროცედურებისა და კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვა;
* თანამშრომელთა ხელფასებისა და მივლინების აღწერა და კონტროლი;
* საპატრულო ჯარიმებისა და ტექდათვალიერებების კონტროლი;
* ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* მინიმუმ ბაკლავრის ხარისხი სოციალური მეცნიერებებისა ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
* მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება
* საქართველოს შრომის კოდექსის ცოდნა;
* Microsoft Office, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Excel-ის ცოდნა.
* სასურველია ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
* მოქნილობა ცვალებად სამუშაო გარემოში და ამავდროულად, ეფექტურობისა და პროდუქტიულობის შენარჩუნება;
* სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებების სრულყოფილი და ეფექტური გამოყენების უნარი;
* მიზანდასახული, მოტივირებული და განვითარებაზე ორიენტირებული.
* გუნდთან ერთად ეფექტურად მუშაობის - მიზნების დასახვის, პრობლემების გადაჭრის, და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
* პრიორიტეტების განსაზღვრა, სამუშაო დროის მენეჯმენტი პროგრესის შეფასება.
სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
* სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00, ერთ საათიანი შესვენება;
* ოფისი მდებარეობს: თბილისი, ვეფხისტყაოსნის 6ა, დიდი დიღომი (გუდვილთან);
* ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა, მობილურის ლიმიტი.
* ანაზღაურება 1500-დან ზემოთ, ცოდნისა და გამოცდილების შესაბამისად.
დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელ ფოსტაზე: [email protected] ტელ: 598282677 |