ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი

მრავალპროფილური საკონდიტროკომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრული საქართველოს მასშტაბით.

საყოველთაო რანჟირების შედეგად პურის წარმოება, საკონდიტრო ნაწარმის შენახვა-წარმოება. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნესასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია- მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

შპს "ვასაძის პურის" საკონდიტრო კომპანია "სანდომი" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.

პირობები:

* ადგილმდებარეობა: თბილისი, სოფ. ფონიჭალა
* განაკვეთი: სრული
* სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
* ხელფასი: 1500 ლარიდან (კვალიფიკაციის გათვალისწინებით)
* დასვენება: შაბათი, კვირა .

მოვალეობები:

* ვაკანსიის განთავსება, რეზიუმეების გადარჩევა და გასაუბრების ორგანიზება
* სამოტივაციო ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება
* თანამშრომლებისათვის საკვალიფიკაციო ტრენინგების ჩატარება, მათთვის საჭირო, სწორი უნარების მოძიება/შეძენის მიზნით, ასევე გუნდური მუშაობის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით.
* თანამშრომლების შემოწმება, როგორ ართმევენ დავალებულ საქმიანობას თავს.
* არსებული საიტების შემოწმება და მოწესრიგება (JOBS.GE, HR.GE)

ადამიანური რესურსების სამუშაო მოთხოვნები და კვალიფიკაცია:

* 2-5 წლის გამოცდილება ადამიანური რესურსების პოზიციაზე
* წერითი და სალაპარაკო კომუნიკაციის უნარების ფლობა ქართულ და ინგლისურ ენებზე
* პიროვნული ურთიერთობების დამყარების და თანამშრომლების ტრენერობის კვალიფიკაცია
* კომპიუტერის სრულყოფილი ცოდნა, Excel და მონაცემთა ბაზის მართვისა და ჩანაწერების წარმოების უნარების დემონსტრირება
* ორგანიზებულობა და ეფექტურობა ყოველდღიურ დავალებებში
* ზოგადი ცოდნა დასაქმების კანონებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ
* HR ფუნქციების ცოდნა (ანაზღაურება და შეღავათები, რეკრუტირება, ტრენინგი და განვითარება და ა.შ.)
* პრობლემების გადაჭრისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი
* ბიზნესის ადმინისტრირების, სოციალური მეცნიერებების ან შესაბამის სფეროში ტრენინგი უპირატესად ჩაითვლება.
* უპირატესად ჩაითვლება პროფესიით ფსიქოლოგი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ქართულ ენაზე, ელ. ფოსტაზე: [email protected], აუცილებლად საგანში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

მაღაზიის მენეჯერი
ჯიბე cash & carry
1800₾-2400₾ თბილისი
დედლაინი: 10 საათში

მძღოლი
მზიური
1200₾-1500₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

HR მენეჯერი
STREAM
თბილისი
დედლაინი: 6 დღეში

კომპანია


სანდომი

ანაზღაურება


1,500₾
დედლაინი
10 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო