პროექტის მენეჯერის/პროცესების მართვის მენეჯერი

შპს "ჯი პი პი" (Georgian Poultry Production - GPP) 2018 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე "ნოსტე"-ს ბრენდის სახელით. იგი სოფლის მეურნეობის სფეროში, კერძოდ კი მეფრინველეობაში ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს.

შპს "ჯი პი პი" აცხადებს ვაკანსიას პროექტის მენეჯერის/პროცესების მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

* პროფესიული განვითარების პერსპექტივას;
* კონკურენტულ ანაზღაურებას
* კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
* თანამშრომლობას კვალიფიციურ გუნდთან;
* ჯანმრთელობის დაზღვევას;

სამუშაოს აღწერა:

* კომპანიაში მიმდინარე ბიზნეს პროცესების იდენტიფიცირება;
* ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება;
* ბიზნეს პროცესების ანალიზის, ოპტიმიზაციისა და მარეგულირებელ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის პროცესში ჩართულობა;
* ბიზნეს პროცესების დეტალური გაწერა და დოკუმენტური სახის მიცემა;
* ბიზნეს პროცესის დანერგვის გეგმის შემუშავებასა და რეალიზებაში დახმარება;
* ბიზნეს პროცესების შესრულების მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილ დარღვევებზე რეაგირება, მათი აღმოფხვრის გზების შემუშავება და შესაბამისი მითითებების გაცემა;
* დოკუმენტირებული პროცესების პერიოდული გადახედვა და განახლება;
* განყოფილებებში მიმდინარე სხვადასხვა პროექტებში ჩართულობა, მათი კოორდინაცია და კონტროლი;
* პროექტის/ბიზნეს პროცესების ვადების კონტროლი;

ძირითადი მოთხოვნები:

* უმაღლესი განათლება - ბიზნესის ადმინისტრირების, ორგანიზაციული მართვის, სტრატეგიული მენეჯმენტის ან/და სხვა მსგავსი მიმართულებით;
* გამოცდილება - მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
* MS Office პროგრამების ცოდნა;
* სასურველია ბიზნეს პროცესების ასაწყობი პროგრამ(ებ)ის საბაზისო დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

* ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
* ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარები;
* მაღალი მოტივაცია;
* პასუხისმგებლობის გრძნობა;
* პროფესიულ განვითარებაზე ორიენტაცია;
* ორგანიზებულობა;
* დეტალებზე ფოკუსირება;
* გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
* დროის მართვა;
* იუმორის გრძნობა.

სამუშაო პირობები:

* სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:30 სთ - 18:00 სთ;
* სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, უმიკაშვილის ქუჩა #4
* ანაზღაურება: 3500-4000 ლარი (ხელზე ასაღები)

დამატებითი ინფორმაცია:

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების გადარჩევის შედეგად დავუკავშირდებით მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებს.

შერჩევის მეორე ეტაპზე მოხდება გასაუბრება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20 სექტემბერი, 2024 წ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მეილზე: [email protected], ასევე გთხოვთ მეილის "Subject" ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "პროექტის მენეჯერის/პროცესების მართვის მენეჯერის".

შპს "ჯი პი პი" (Georgian Poultry Production - GPP) მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

კომპანია


ჯი პი პი

ანაზღაურება


3,500₾ -4,000₾
დედლაინი
8 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო