შპს "ჯი პი პი" (Georgian Poultry Production - GPP) 2018 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე "ნოსტე"-ს ბრენდის სახელით. იგი სოფლის მეურნეობის სფეროში, კერძოდ კი მეფრინველეობაში ერთ-ერთ უმსხვილეს კომპანიას წარმოადგენს.
შპს "ჯი პი პი" აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
* პროფესიული განვითარების პერსპექტივას;
* კონკურენტულ ანაზღაურებას;
* კომფორტულ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
* თანამშრომლობას კვალიფიციურ გუნდთან;
* ჯანმრთელობის დაზღვევას;
სამუშაოს აღწერა:
* კორესპონდენციის მიმოქცევის (მიღება და გაგზავნა) ორგანიზება, აუცილებლობის შემთხვევაში საქმიანი მიმოწერის განხორციელება საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში;
* სხვადასხვა მიღებებისა და შეხვედრების, თათბირების ორგანიზება;
* სტუმრების მიღების და დახვედრის ორგანიზება, შესაბამის პირებთან გადამისამართება;
* კომპანიის ოფიციალურ ელ-ფოსტასა და სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა / შესაბამისი რეაგირება; საჭიროების შემთხვევაში შესაბამის განყოფილებასთან გადამისამართება;
* თანამშრომელთა პირადი საქმეების, შვებულებების, მივლინებების მართვა, თანამშრომელთა სამუშაო დროის აღრიცხვა;
* ვაკანსიის განაცხადის მომზადება, გავრცელების უზრუნველყოფა, ინტერვიუს ორგანიზება;
* დოკუმენტაციის არქივის წარმოება;
* კომპანიისათვის აუცილებელი სხვადასხვა (საოფისე ტექნიკა, საკანცელარიო ნივთები, სხვადასხვა მომსახურება და სხვ) შესყიდვების წარმოების ხელმძღვანელობა და კონტროლი;
* ოფისის ჰიგიენური საშუალებების შეძენის, მარაგების, დასუფთავების პროცესის მართვა და კონტროლი;
* ოფისში სამუშაო პროცესებისთვის აუცილებელი გარემოს, მათ შორის სანიტარულ-ჰიგიენური და ტექნიკური, ასევე უსაფრთხოების მოთხოვნების დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში მათი შეკეთების უზრუნველყოფა;
* კომპანიის საოფისე-ადმინისტრაციული საკითხების მართვა;
* უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვადასხვა დავალებების შესრულების უზრუნველყოფა;
ძირითადი მოთხოვნები:
* უმაღლესი განათლება (ჩაითვლება უპირატესად);
* გამოცდილება - მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
* MS Office პროგრამების ცოდნა;
* ენები: რუსული და ინგლისური ენების ცოდნა
პიროვნული თვისებები:
* ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარები;
* მაღალი მოტივაცია;
* პასუხისმგებლობის გრძნობა;
* პროფესიულ განვითარებაზე ორიენტაცია;
* ორგანიზებულობა;
* დეტალებზე ფოკუსირება;
* გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
* დროის მართვა;
* იუმორის გრძნობა.
სამუშაო პირობები:
* სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00 სთ - 18:00 სთ;
* სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, უმიკაშვილის ქუჩა #4
* ანაზღაურება: 1500 ლარი (ხელზე ასაღები)
დამატებითი ინფორმაცია:
* საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით, რეზიუმეების გადარჩევის შედეგად დავუკავშირდებით მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებს.
* შერჩევის მეორე ეტაპზე მოხდება გასაუბრება
* განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20 სექტემბერი, 2024 წ.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ მეილზე: [email protected], ასევე გთხოვთ მეილის "Subject" ველში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ოფის მენეჯერი".
შპს "ჯი პი პი" (Georgian Poultry Production - GPP) მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს! |