პროექტების მენეჯერი

"FutureFrank®" აცხადებს ვაკანსიას პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.

ვინ ვართ ჩვენ:

ჩვენ ვართ FutureFrank® - კრეატიული სარეკლამო სააგენტო ამსტერდამიდან. ჩვენ ერთმანეთთან ვაკავშირებთ ხელოვნებასა და კომერციას და ვქმნით გამორჩეულ ვიზუალურ პროექტებს. ჩვენი გუნდი შედგება სხვადასხვა წარმომავლობისა და ეროვნების ადამიანებისგან და ვმუშაობთ ცნობილ რეჟისორებთან, ფოტოგრაფებთან და ციფრულ არტისტებთან მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ვის ვეძებთ:

გიყვარს ვიდეო-წარმოება? იცი როგორ გააცოცხლო ფილმის იდეა და მიიყვანო პროექტი ბოლომდე? ჩვენ ვეძებთ გამოცდილ პროექტების მენეჯერს სრულ განაკვეთზე, რომელიც კარგად ერკვევა ვიდეო-წარმოებაში.

მოვალეობები:

* პასუხისმგებლობის აღება პროექტის (ფილმის/რეკლამის) წარმოების ყველა ეტაპზე, კონცეფციიდან დასრულებამდე
* მჭიდრო თანამშრომლობა ჩვენს არტისტებთან
* ჩვენს დიზაინერთან ერთად, ე.წ. Pitching-ზე მუშაობა
* კრეატიული და ნიჭიერი მსახიობებისა და გადამღები გუნდის შეკრებაზე ზრუნვა
* პროექტის ბიუჯეტირების მომზადება და კონტროლი

მოთხოვნები:

* კინოს/რეკლამის წარმოებაში მუშაობის გამოცდილება (5+ წელი)
* ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი და ვერბალური)
* კომუნიკაციისა და დროის მართვის შესანიშნავი უნარები
* ცენტრალური ევროპის დროით (ამსტერდამი) მუშაობისთვის მზაობა

პიროვნული უნარ-ჩვევები:

* გამოცდილება ფილმის/ვიდეო-წარმოების სფეროში
* ცნობისმოყვარეობა
* კომუნიკაციის ძლიერი უნარი
* გუნდურობა
* კრეატიულობა
* დეტალებზე ორიენტირებულობა
* ბიუჯეტირება

პირობები:

* სამუშაო განაკვეთი: სრული
* სამუშაოს ტიპი: სრულად დისტანციური
* ანაზღაურება: 1200 ევრო/თვეში + მოგების წილი პროექტების მიხედვით

თუ ფიქრობთ, რომ ზემოთ სწორედ თქვენზე ვსაუბრობთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე, მოკლე სამოტივაციო წერილი და პორტფოლიო ინგლისურ ენაზე. ელ-ფოსტის მისამართი: [email protected]

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

პროექტების მენეჯერის ასისტენტი
კომპანია
800₾ თბილისი
დედლაინი: 6 საათში

ივენთ პროექტების მენეჯერი
ივენთივ
2000₾ თბილისი
დედლაინი: 6 საათში

სამშენებლო პროექტების მენეჯერი
ALL-P GROUP
თბილისი
დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


FutureFrank

დედლაინი
6 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო