"წერტი" აცხადებს ვაკანსიას სექციის მენეჯერის პოზიციებზე.
კომპანია წერტი დაარსდა 2019 წელს და ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი მწარმოებელია ისეთი პროდუქტების მიმართულებით, როგორიცაა - ნედლი ხორცი, რძის პროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, პურ-ფუნთუშეული და სხვა. დღეისათვის წერტი აერთიანებს 5 ფილიალში დასაქმებულ 135 თანამშრომელს.
სამუშაო პირობები:
* სამუშაო განაკვეთი: კვირაში 5 სამუშო დღე;
* მდებარეობა: თბილისი;
* ანაზღაურება: ფიქსირებული 1000 ლარი;
* ჯანმრთელობის დაზღვევა (ფინანსდება კომპანიის მიერ);
* ფიტპასი;
* ფასდაკლების ბარათი.
ფუნქცია-მოვალეობები:
* მომხმარებელთა მომსახურება მაღალი სტანდარტებით (პოზიტიური განწყობა),
* კვალიფიციური და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება;
* პროდუქციის ასორტიმენტის განლაგება;
* პროდუქციის ვადების კონტროლი;
* სამუშაო გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
* სასურველია, ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
* კარგი კომუნიკაციის უნარი;
* ენერგიულობა, თავაზიანობა და კომუნიკაბელურობა;
* კულინარიის სიყვარული (სასურველია).
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 2024 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით. სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენ მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე შეტანილია აპლიკანტთა მონაცემთა ბაზაში, შემდგომი განხილვის მიზნით და ინახება 6 თვის ვადით.
მადლობას გიხდით ჩვენი კომპანიით დაინტერესებისათვის! |