ქოლ-ცენტრის ოპერატორი

"ვივო მედიქალ ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

სამედიცინო ცენტრების გაერთიანება "Vivo Medical Group" 2016 წლიდან აერთიანებს საქართველოს ბაზარზე არსებულ წამყვან მულტიპროფილურ სამედიცინო ცენტრებს: თბილისის ცენტრალური საავადმყოფო, ჟორდანიას კლინიკა, ბოხუას სახელობის კარდიოვასკულარული ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ინოვა, ინოვა ინვიტრო.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ზ. ანჯაფარიძის I შეს. N6
სამუშაოს გრაფიკი: 8 საათიანი მცოცავი გრაფიკი, კვირაში 5 სამუშაო დღე
ანაზღაურება: 600 ლარი, სამი თვის შემდეგ 750 ლარი + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

* შემოსულ ზარებზე დროული რეაგირება;
* სრულყოფილი სატელეფონო და წერილობითი კონსულტაცია მომხმარებლებთან;
* საჭიროების შემთხვევაში, მიღებული ზარის კონკრეტულ დეპარტამენტთან გადამისამართება;
* საჭიროების შემთხვევაში გამოტოვებული გამავალი ზარების განხორციელება მომხმარებელთან;
* პაციენტების ექიმებთან ვიზიტების ჩანიშვნა კალენდარში;
* პაციენტთა კმაყოფილების სატელეფონო კვლევის წარმოება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* უმაღლესი განათლება/სტუდენტი
* მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - სასურველია;
* ქართულ ენაზე გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაცია;
* უცხო ენა საკომუნიკაციო დონეზე - ინგლისური/რუსული;
* საოფისე პროგრამები - საბაზისო დონეზე

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ელ.ფოსტაზე: [email protected] და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ქოლცენტრის ოპერატორი".

მადლობას დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე.

კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ქოლ-ცენტრის ოპერატორი
Georgian AirLink
1600₾ თბილისი
დედლაინი: 12 საათში

ქოლ-ცენტრის ოპერატორი
სქაიტელი
800₾ თბილისი
დედლაინი: 12 საათში

ქოლ-ცენტრის ოპერატორი
კომპანია
500₾ თბილისი
დედლაინი: 2 დღეში

ქოლ ცენტრის ოპერატორი
მოდუსი
1000₾ ბათუმი
დედლაინი: 2 კვირაში

ქოლ-ცენტრის ოპერატორი
სვიფტ კრედიტი
900₾ თბილისი
დედლაინი: 3 დღეში

კომპანია


VIVO Medical Group

ანაზღაურება


600₾
დედლაინი
12 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო