კონტენტ-მენეჯერი

"PayPro" არის საერთაშორისო კომპანია Yandex Go-ს ოფიციალური პარტნიორი საქართველოში. PayPro" განვითარებაზე, ზრდაზე ორიენტირებული ინოვაციური კომპანიაა, სადაც დაგხვდებათ მეგობრული გარემო და კონკურენტუნარიანი ანაზღაურება.

"PayPro"-ში ამჟამად ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - კონტენტ-მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, სააკაძის დაღმართი 6
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-დან 19:00-მდე.
ანაზღაურება: 1500 ლარი

ძირითადი მოთხოვნები:

* ციფრული საკომუნიკაციო სტრატეგიისა და ბიუჯეტის შემუშავება კონკრეტული მიზნების მისაღწევად;
* აუდიტორიის შესწავლა, მონაცემების ანალიზი, მომხმარებლის ქცევითი პატერნის შესწავლა;
* თვის ჭრილის კონტენტ კალენდრის შემუშავება სოციალური არხების მიხედვით;
* თვის ჭრილში ფოტო და ვიდეო კონტენტის შექმნა;
* კომუნიკაციის დიზაინის შემუშავება ძირითად მიმართულებებზე;
* ციფრული PR აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებაში ჩართულობა, მაგ.: ფოტოგადაღება, ვიდეოგადაღება, პიარ სტატია და ა.შ.
* ციფრული კამპანიების კონცეფციის, კამპანიის მესიჯის მოფიქრება, საჭიროებისამებრ კამპანიის მიხედვით აქტივობების დაგეგმვა;
* კონკურენტებზე დაკვირვება;
* სიახლეების, ტრენდების, ახალი მიდგომების, ტექნოლოგიების კვლევა, გაზიარება და იმპლემენტაცია;
* რეპორტების მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* განათლება მარკეტინგის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით;
* მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
* ციფრულ ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება (Photoshop, Canva, Capcut)

უნარები და პიროვნული თვისებები:

* დაგეგმვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
* დეტალებზე ორიენტირებულობა;
* პუნქტუალურობა;
* გუნდთან ერთად მუშაობის უნარი;
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

გახდი PayPro-ს გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე და პორტფოლიო ელექტრონულ მისამართზე: [email protected] და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "კონტენტ-მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

კონტენტ მენეჯერი
www.imart.ge
თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კონტენტ მენეჯერი
დრეშ
800₾-1000₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

TikTok კონტენტ მენეჯერი
22 გრადუსი
2000₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

ციფრული მარკეტინგის მენეჯერი
BM Capital
2600₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

კომპანია


PayPro

ანაზღაურება


1,500₾
დედლაინი
12 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო