საკრედიტო რისკების მართვისა და ანალიტიკის მენეჯერი

"კონტაქტ ჰოუმ"-ის გუნდში ვეძებთ საკრედიტო რისკების მართვისა და ანალიტიკის მენეჯერს.

"კონტაქტ ჰოუმი" არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი. ვთანამშრომლობთ 30-ზე მეტ საერთაშორისო ბრენდთან, როგორებიცაა: Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony და ა.შ. ჩვენ ორიენტირებულები ვართ თანამშრომლების პიროვნულ და კარიერულ ზრდაზე. დღეისთვის კომპანიაში დასაქმებულია 150-მდე თანამშრომელი და ეს რიცხვი სწრაფი ტემპით იზრდება.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ო. ონიაშვილის №2

საკრედიტო რისკების მართვისა და ანალიტიკის მენეჯერის ფუნქცია-მოვალეობები იქნება:

* კომპანიის მიზნებისა და სტრატეგიის, საცალო, ბიზნეს დამუშავებისა და ხარისხის მართვის გათვალისწინებით, რისკების მართვის სტრატეგიისა და პოლიტიკის განახლება/შემუშავება;
* შემოსული განაცხადებისა და თანდართული დოკუმენტის საფუძველზე, კლიენტის ფინანსური მდგომარეობის გადამოწმება და ანალიზის უზრუნველყოფა;
* გადაამოწმოს და კონტროლი გაუწიოს შემოსულ განაცხადში წარმოდგენილი წერილობითი დოკუმენტების/სასესხო და შემადგენელი ხელშეკრულებებისა და მისი დანართების სათანადო ხარისხი;
* უზრუნველყოს კლიენტების ბიზნესის ანალიზი და მათი შემოსავლის წყაროს ფინანსური მდგომარეობის შეფასება.
* უზრუნველყოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული რეგულაციის მიხედვით დადგენილი წესებისა და შეზღუდვების გათვალისწინება.
* ყველა შესაძლო რისკის გაანალიზებისა და განაცხადის გავლის შემდეგ მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება სესხის გაცემა/არ გაცემის შესახებ;
* მონიტორინგი გაუწიოს და გადაამოწმოს თავისი დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ გავლილი სესხები;
* პერიოდულად განახორციელოს პორტფელის ანალიზი და რისკების გამოვლენა;

ჩვენს გუნდში ვეძებთ საკრედიტო რისკების მართვისა და ანალიტიკის მენეჯერს, რომელსაც აქვს:

* მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
* ტექნიკის სფეროში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად;
* საოფისე პროგრამების ცოდნა;
* უცხო ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;

ჩვენი გუნდი კი გთავაზობთ:

* მოქნილი სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00, შაბათ და კვირა დასვენების დღე;
* ანაზღაურება: 3000 ₾;
* ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევა; (ინდივიდუალური და საოჯახო)
* Fitpass;
* წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day Off;
* კარიერული წინსვლასა და დაწინაურების ხელშეწყობას.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: [email protected]. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 12 სექტემბერი (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება " საკრედიტო რისკების მართვისა და ანალიტიკის მენეჯერი").

გისურვებთ წარმატებას!

* * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ფინანსური მენეჯერი
ალგანი
თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

საკრედიტო ექსპერტი
Caucasus Credit
2000₾ თბილისი
დედლაინი: 1 დღეში

საკრედიტო ექსპერტი
ჯორჯიან კაპიტალი
1000₾ თბილისი
დედლაინი: 4 დღეში

კომპანია


კონტაქტჰოუმი

დედლაინი
8 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო