ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას - საქმის წარმოების სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი;
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათლით -10:00-18:30
ანაზღაურება: 880 ლარი (საშემოსავლოს ჩათვლით, პლუს კოეფიციენტი).
ძირითადი მოვალეობები:
* ელექტრონულ სისტემაში შემოსული და გასული დოკუმენტაციის და წერილების დარეგისტრირება/გაგზავნა/ვადების კონტროლი;
* ელექტრონულ სისტემაში შემოსული წერილებისა და დოკუმენტაციის დირექტორისათვის გადაგზავნა;
* თანამშრომლებისათვის გადაცემულ წერილებზე და დოკუმენტაციაზე კონტროლი;
* შემოსული და გასაგზავნი წერილების აღრიცხვა ელექტრონულ სისტემაში.
* ცენტრის შიდა დოკუმენტაციის კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* უმაღლესი განათლება;
* აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
* საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
* შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები და უნარები:
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
* გამართული მეტყველების უნარი
* ორგანიზებულობა
* კომუნიკაბელურობა
* სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
* ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: [email protected] ამასთან გთხოვთ, საგნის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
გისურვებთ წარმატებებს!
შენიშვნა:
რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრი" უფლებამოსილია დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები კანონმდებლობით დადგენილი წესის დაცვით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, შესაძლოა თქვენი გამოგზავნილი რეზიუმე დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზეც. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 6 თვის განმავლობაში. მონაცემთა სუბიექტს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრის" მიერ მის შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოს დამუშავებული მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება. |