შპს "ოქსონ სოლუშენსი" ეძებს ახალი გუნდის წევრს ოფის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
* ოფისში მომსვლელი სტუმრების დახვედრა/მიღება და შესაბამისად დაკვალიანება;
* ხელმძღვანელის პირად შეხვედრების დაგეგმვა/დაორგანიზება;
* ხელმძღვანელის პირადი დავალებების შესრულების უზრუნველყოფა;
* სხვადასხვა ტიპის შეხვედრების დაგეგმვა/დაორგანიზება;
* შეხვედრებისათვის შესაბამის გარემოს მომზადება;
* შეხვედრებისათვის საჭირო დოკუმენტების მომზადება (საჭიროებიდან გამომდინარე);
* პერსონალის საქმიანობის კოორდინირება;
* ოფისის საოფისე და სამეურნეო საქონლით უზრუნველყოფისათვის ზრუნვა;
* საოფისე და სამეურნეო საქონლის მარაგის მართვა;
* საქონლის ან/და მომსახურების მომწოდებელთან კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
* სამუშაო ადგილს, საკონფერენციო ოთახის (ინტერიერს, ტექნიკურ საშუალებებს და ა.) მოწესრიგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
* სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე 1 წლიანი გამოცდილება;
* MS Office-ის ცოდნა;
* ინგლისური ენის ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნაც.
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 19:00
სამუშაო ადგილი: საქართველო, ქ. თბილისი
ანაზღაურება: 800 ლარი
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: info.oxon.ge.
წერილის სათაურში ("subject") აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ოფის მენეჯერი". |