"შავი ბუ" წლებია მომხმარებელს სთავაზობს საქართველოში დამზადებულ ხელნაკეთ აქსესუარებს. პროდუქციის შესაქმნელად კომპანია იყენებს უმაღლესი ხარისხის ბუნებრივ მასალებს, რის მეშვეობითაც იქმნება უნიკალური ნივთები.
ბრენდის უკეთესად გასაცნობად შეგიძლიათ ეწვიოთ კომპანიის ვებ-გვერდს ან დაათვალიეროთ Facebook და Instagram გვერდები:
Website: https://www.ajhandmade.ge
Facebook: https://www.facebook.com/profile.php?id=61552552861190&mibextid=ZbWKwL
Instagram: https://www.instagram.com/shavibu_blackowl?igsh=MTVyb2thZ25qcGhweg==
კომპანია აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე ქალაქ თბილისში.
ძირითადი მოვალეობები:
* დაქვემდებარებული პერსონალის მართვა;
* სალაროსა და ფულადი ოპერაციების მართვა და კონტროლი, ფილიალში არსებული მარაგების აღწერა;
* გაყიდვების გაზრდის მიზნით მუდმივი კონტაქტი დაქვემდებარებულ პერსონალთან;
* ფილიალის ტექნიკური გამართულობის კონტროლი და უზრუნველყოფა.
* საჭიროების შემთხვევაში გაყიდვებში მონაწილეობის მიღება.
ძირითადი მოთხოვნები:
* სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
* საოფისე პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე;
* ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;
პიროვნული მახასიათებლები:
* კომუნიკაბელურობა;
* გაყიდვებზე ორიენტირებულობა;
* პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
* გუნდურად მუშაობის უნარი;
* პუნქტუალურობა.
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე;
სამუშაო საათები: 12:00-20:00 სთ (1 საათიანი შესვენება).
ადგილმდებარეობა: თბილისი მოლი.
ანაზღაურება:
* ფიქსირებული ხელფასი - 1200 ლარი;
* ბონუსი - ფილიალის ნავაჭრის პროცენტი;
* დამატებითი ბონუსი თვიური გეგმის შესრულების შემთხვევაში;
* დამატებითი ბონუსები კატეგორიების გეგმების შესრულების შემთხვევაში.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელ. ფოსტის მისამართზე: [email protected]. ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ კანდიდატებთან, რომლებიც აკმაყოფილებენ მითითებულ მოთხოვნებს.
გისურვებთ წარმატებას! |