გაყიდვების ადმინისტრატორი

შპს"ფართსარეა" აცხადებს გაყიდვების ადმინისტრატორის პოზიციაზე ვაკანსიას.

გაყიდვების ადმინისტრატორის ფუნქცია-მოვალეობები:

* ნასყიდობის ხელშეკრულებების შაბლონურ ფორმებში მყიდველის შესახებ ინფორმაციის შევსება და მყიდველისათვის გადაგზავნა;
* საქონლის სარეალიზაციოდ ინვოისების შაბლონური ფორმების შევსება;
* წინასწარი შეკვეთის საფუძველზე მიღებული საქონლის შესახებ, მყიდველთა ინფორმირება;
* რეალიზაციის თანხების ჩარიცხვის კონტროლის მიზნით, ფინანსურ სამსახურთან კოორდინირებული მუშაობა;
* უცხოელ მომწოდებლებთან კომუნიკაცია, როგორც ზეპირი ასევე წერითი ფორმით;
* ყიდვა/გაყიდვის დოკუმენტაციის აღრიცხვა;
* შესყიდული პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფის მიზნით, ლოჯისტიკის სამსახურთან კოორდინირებული მუშაობა;
*შესყიდული პროდუქციის (ნომენკლატურების) დარეგისტრირება სააღრიცხვო პროგრამაში;
* მზა ფაილების (ფორმულების) მეშვეობით, პროდუქციის გასაყიდი ფასების დაანგარიშება;
* მომწოდებლებისაგან კონსიგნაციით შესყიდული პროდუქციის, დავალიანების გადახდის ვადების კონტროლი;
* ხელმძღვანელების სხვა დავალებების შესრულება თანამდებობრივი კომპეტენციის და პასუხისმგებლობის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

* უმაღლესი განათლება;
* MS OFFICE პროგრამების ცოდნა;
* მსგავს სფეროში მუშოაბის 1 წლიანი გამოცდიელბა;
* ინგლისური და ესპანური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა;
* სასურველი რუსლი ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

სხვა მოთხოვნები:

* კანდიდატი უნდა იყოს მოტივირებული;
* მიზანდასახული;
* ორგანიზებული;
* ჰქონდეს მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
* იყოს დეტალებზე ორიენტირებული.
* მოწესრიგებული.

სამუშოა გრაფიკი: ორშაბათიდან- პარასკევის ჩათვლით დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე ან დილის 10 საათიდან საღამოს 7 საათამდე.
ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციის მიხედვით 2000 ლარიდან 2500 ლარამდე.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე : [email protected], სათაურის ველში მიუთითეთ- გაყიდვების ადმინისტრატორი.

დაინტერესებული კანდიდატების განცხადებების მიღების ბოლო ვადა 5 ოქტომბერი.

ადგილმდებარეობა
Location Icon თბილისი

მსგავსი განცხადებები

ღამის ადმინისტრატორი
სასტუმრო Tbilisee
850₾ თბილისი
დედლაინი: 10 საათში

ადმინისტრატორი
MyDay
1100₾ თბილისი
დედლაინი: 1 კვირაში

მიმღები ადმინისტრატორი
სასტუმრო ბარნოვი ბუტიკი
900₾-1200₾ თბილისი
დედლაინი: 2 კვირაში

შესყიდვების მენეჯერი
Oktopus Fitness Club
2000₾ თბილისი
დედლაინი: 2 კვირაში

კომპანია


ფართსარეა

ანაზღაურება


2,000₾
დედლაინი
10 საათში
გამოცდილება
საშუალო
განაკვეთი
სრული
სქესი
ნებისმიერი

წყარო